საზოგადოება
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან ღია კაფე აშენდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა, შპს "ფარს" 25 წლიანი იჯარით გადაეცეს.
ბაზრის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, რომ ფართის მიღების შემთხვევაში, ადგილზე ღია კაფეს გააკეთებს.

"გვირაბი 95-ისა" და ე.წ. პასაჟების მიმდებარე ტერიტორიის, დაახლოებით 250 კვ.მეტრი ფართის გადაცემის თხოვნით, ბაზრის დირექტორმა, ოლეგ არღვლინმა ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით უკვე მიმართა.

ქალაქის მერისთვის გაგზავნილ წერილში, ჩანს, რომ ტერიტორიის იჯარის აღების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ადგილზე გარევაჭრობის აღკვეთაა.

"ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს იყოს ეფექტური სტიქიურ გარევაჭრობასთან ბრძოლაში და საკანონმდებლო რეგულაციებიც არ გაძლევთ ამის ეფექტურ საშუალებას, გადავწვიტეთ, ჩვენ თვითონ ავიღოთ თავზე აღნიშნული. გავაკეთოთ თქვენი საქმეც და დამატებით ამაში ადგილობრივ ბიუჯეტში თანხაც კი გადავიხადოთ", - წერს არღვლიანი ქალაქის მერისადმი მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

წერილის მიხედვით, შპს "ფარი" მიწისქვეშა გადასასვლელის ამოსასვლელთან არსებულ ტროტუარზე ერთსართულიან, მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონს გააკეთებს.

"ეს იქნება მსუბუქი კონსტრუქციის შენობა, სადაც განთავსდება ღია კაფე. გარდა ამისა, ტერიტორიის ნაწილი, სადაც ეპიცენტრია გარევაჭრობის, მოწესრიგდება და რაც მთავარია, ადგილი გათავისუფლდება გარემოვაჭრეებისგან", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ოლეგ არღვლიანი.

გარდა ფალიაშვილის ქუჩისა, შპს "ფარი" გარევაჭრობის აღსაკვეთად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ სამ ადგილზე ითხოვს ნებართვას, თუმცა, არა იჯარის სანაცლოდ, არამედ, მემორანდუმით.

წერილის მიხედვით, ბაზრის ხელმძღვანელობა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებას ითხოვს, ფალიაშვილის ქუჩისა და ფალიაშვილის პირველი შესახვევის, ლერმონტოვისა და წმინდა ნინოს ქუჩების მიმდებარე ტერიტორებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ ფართებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხას არ გადაიხდის.

წმინდა ნინოს ქუჩაზე, ე.წ. ოკეანის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეები ძირითადად ყველს ყიდიან, არღვლიანი ტერიტორიის მოწესრიგებას და ქოთნის ყვავილების დადგმას გეგმავს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე, რომელიც ივლისის თვეში შპს "პარკინგსერვისმა" დახაზა, ტროტუარის საკუთარი სახსრებით გაფართოებას აპირებს.

არგვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ საიჯარო თანხას მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილისთვის გადაიხდის, სადაც ღია კაფის გაკეთებას აპირებს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ სამ ფართზე უფლებას, რომელთა შორის ერთ-ერთი, რომელიც ბაზრის შესასველის წინ, პარკირების პანდუსთან მდებარეობს, დაახლოებით 200 კვ.მ-ია, მხოლოდ მემორანდუმით დარეგულირდება.

არგვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ვერ ხსნის, თუ ზემოთ ჩამოთვლილ სამ ქუჩაზე, მის მიერ მოთხოვნილ ფართებზე იჯარის ან საკუთრების უფლება არ ექნება, როგორ მოსთხოვს გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას.

"ჩვენ იჯართ ვითხოვთ ადგილს, სადაც კაფე უნდა გაკეთდეს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიებს, ამაზე მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმში, ალბათ, უნდა ჩაიწეროს ეს პუნქტი და გაიმართოს სამართლებრივად, რომ შევძლოთ იქ გარევაჭრობის აღკვეთა", - განაცხადა არღვლიანმა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ზუსტად რა რაოდენობის ფართს ითხოვს შპს "ფარი" მემორანდუმითა და იჯარის ხელშეკრულებით, უცნობია. არღვლიანის თქმით, ფართები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

შპს-სთვის   ფართის გადაცემის საკითხი უკვე განიხილა და ცნობად მიიღო ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის საკითხთა კომისიამ. ფართის გადაცემაზე საბოლოო თანხმობა კი "ფარს" ქუთაისის საკრებულომ უნდა მისცეს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის სამი თვეა, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობას
საპროტესტო კარავი აქვს გაშლილი, თუმცა მათი ბედით კვლავ არცერთი
უწყებიდან დაინტერესებულან.
13:46 / 06.06.2024
თითქმის სამი თვეა, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობას საპროტესტო კარავი აქვს გაშლილი, თუმცა მათი ბედით კვლავ არცერთი უწყებიდან დაინტერესებულან.
80 დღეა რაც, კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთელები ღამეს კარვებში
ათევენ, თუმცა მათი პროტესტი როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური
ხელისუფლებისთვის ამ დრომდე
15:02 / 31.05.2024
80 დღეა რაც, კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთელები ღამეს კარვებში ათევენ, თუმცა მათი პროტესტი როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის ამ დრომდე "შეუმჩნეველი" რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.