საზოგადოება
წყალს "გაყოლილი მილიონები" ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, ამის ფონზე კი წყლის მილების გაუმართაობის გამო, ქუჩებში წყალი იქცევა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში წყალქცევებს დაზიანებული წყლის სისტემით ხსნიან და განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასეთი შემთხვევები თან სდევს.

ამგვარი ახსნა-განმარტების მიუხედავად, ქუთაისელები ტაბორილ სავალ გზებს აკრიტიკებენ, ხოლო ოპოზიციური პარტიები "გაფლანგულ" ბუნებრივ რესურსზე მიუთითებენ და წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აანონსებენ.

წმინდა ლუკას ქუჩა ერთ-ერთია, სადაც ყოველდღიურად წყალი იქცევა. ეს კი მოსახლეობის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რადგან ამორტიზებული ქსელის გამო მიწიდან ამოსული წყალი ლოსაბერიძეების სახლს ტბორავს.

ბუცხრიკიძეების ოჯახი ლოსაბერიძის ქუჩაზე ოცი წელი აქ ცხოვრობს. ოჯახმა სახლის მოწყობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ეზო წყლით აევსოთ, რემონტი მიატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამორტიზებული მილი ქვის ფილითაა ამოქოლილი, წყალი მაინც პოულობს გასასვლელს და ბუცხრიკიძეების ეზოში სწორედ წმინდა ლუკას ქუჩიდან გადადის.



ბუცხრიკიძეების ოჯახში განმარტავენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს წყალმომარაგების კომპანიას ქსელის მოწესრიგების მოთხოვნით, თუმცა მათ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურ სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ ქუჩიდან არანაირი განცხადება არ მიუღიათ, თუმცა "ქუთაისიპოსტის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ლუკასა და ლოსაბერიძიე ქუჩის პრობლემით დაინტერესდებიან.

ანალოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად ფიქსირდება ქუთაისის სხვადასხვა ქუჩაზე.

შმიდტის ქუჩა ქუთაისში წყალქცევების კიდევ ერთი კერა გახლდათ, სადაც დაზიანებული მილიდან გამომავალი წყალი გუბეებს ქმნიდა და მოსახლეობის ეზოებში ჩაედინებოდა.



შმიდტის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ წყალმომარაგების კომპანიას სიტუაციის მოწესრიგების მოთხოვნით უშედეგოდ მიმართავდნენ. ერთთვიანი მოლოდინის შემდეგ, ადგილობრივებმა თავიანთი მოთხოვნა"ქუთაისიპოსტის" დახმარებით გააჟღერეს.

მასალის "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნების შემდგეგ, წყალმომარაგების კომპანიის ჩარევით ქუჩაზე არსებული დაზიანება შეკეთდა.



მოსახლეობის მსგავსად,  ქუჩაში უმისამართოდ დაღვრილი წყალი კრიტიკის საგანია "თავისუფალი საქართველოს" პარტიის წევრებისთვისაც. 

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია წყალმომარაგების კომპანიას გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.

წულაის თქმით, კომპანია არ ზრუნავს გადამხდელებზე და მუდმივი წყალ ქცევები ქუთაისის ცენტრალურ უბნებში ისევ მოსახლეობის ფინანსურ დაზარალებას გამოიწვევს.

"სამი თვე იქცეოდა წყალი მაგალითად წყლის ჭავჭავაძეზე, გაპონოვზე , ავტოქარხანაში. ყველგან არის წყლის ქცევა და ეს არის მილიონობით ლარი, რომელიც მიაქვს რიონს, წყალს და ეს მილიონობით ლარი ჩვენი ჯიბეებიდანაა გადასახდელი," - აცხადებს წულაია.



წულაია ბრალდებას წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფირმა "ესემკას" უყენებს და ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობას ქალქში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები იწვევს.

"შეკეთებიდან სამ დღეში ისევ მწყობრიდან გამოვიდა გაპონოვის ქუჩაზე წყალანირების ქსელი, და ეს იმას ნიშნავს თუ როგორი ხაირსხით მუშაობენ, ამიტომ ვაპირებთ ესემკას პროკურატურაში ვუჩივლოთ და გამოძიებით გავიგოთ მათი საქმიანობა," - ამბობს გოგი წულაია.

მოსახლეობისა და ოპოზიციური პარტიის პრეტენზიებს პასუხობენ  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  ქუთაისის სერვისცენტრში. 

"მიმდინარეობს მთელ ქუთაისში ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლება და ამიტომაცაა ეს წყალქცევები," -  განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ტექნიკურ სამსახურში.

თუმცა, კითხვაზე, თუ რა რაოდენობის წყალი იღვრება ქუჩებში და რეაბილიტაციის პროცესს თან რა რაოდენობის დანაკარგი მიყვება, ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციით უკმაყოფილება გასულ წელს თავად წყალმომარაგების კომპანიამ გამოთქვა. კრიტიკა მათ მიერ დაქირავებულ თურქულ კომპანიის "ესემკას" მიერ შესრულებულ სამუშაოებს ეხებოდა.

სამუშაოების ნელი ტემპი - ეს შენიშვნა გახლდათ მთავარი წუნი, რომელიც "ესემკას" მიმართ გამოითქვა. რომლის გამოც, კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლობაში ხელმძღანელობა სამჯერ შეიცვალა და კომპანიამ ტემპის დაჩქარების მიზნით ქვეკონტრაქტორად რამდენიმე ქართული ფირმა აიყვანა.

ქუთაისში ამ დროისთვის  24 საათიანი წყალმომარაგებით მხოლოდ სამი უბანი: ავტოქარხანა, გორა და ჭომა სარგებლობს, რაც ქალაქის მასშტაბით აბონენტების 28% –ს შეადგენს.

რაც შეეხება, დანარჩენი უბნების მცხოვრებლებს, მათ წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უკვე მეორე წელია ქალაქის მასშტაბით წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება კი 86 მილიონი ლარია.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თურქულმა ფირმა ესემკა-მ, რომელიც წყლის მილებს მთელ ქალაქში ცვლის, სამუშაოები 2018 წლის ივნისში უნდა დაასრულოს, თუმცა, ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ 2019 წელს მოხდება.


ამავე თემაზე:

"3 თვეა ტონობით წყალი იქცევა" - გოგი წულაია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ წყლის ქცევაზე

გოგი წულაიამ "ფული" წყალს გაატანა (ვიდეო)

"რაც გააკეთეს, უკვე გაფუჭდა" - მოსახლეობა წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე (ფოტო)

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე SMK-ს მიერ დაზიანებული მილიდან წყალი იქცევა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.