საზოგადოება
საქართველო მოგზაურობისთვის დაბალფასიან ქვეყნებს შორის მოხვდა
FaceBook
109009px;">"არცთუ ძვირადღირებული გესთჰაუზები კი 15-30 დოლარი ღირს"

რუსული ვებპორტალი adme.ru მოგზაურებს იმ ათი საინტერესო ქვეყნის მონახულებას ურჩევს, სადაც რამდენიმე დღის გატარება მათ ძალიან იაფი დაუჯდებათ.
10 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც.adme.ru-მ რეიტინგი სხვადასხვა სამოგზაურო საიტების, გზამკვლევებისა და ბლოგერების გამოხმაურებების მიხედვით შეადგინა.

"საქართველოში ახალგამომცხვარი ხაჭაპური და ლობიანი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება და 1,5 დოლარად შეგიძლიათ მისი დაგემოვნება. კაფეში სადილი დაახლოებით 5-6 დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა, ამათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი ხინკალია, რომელიც სულ რაღაც 0,25 დოლარი ღირს. ხინკალი თითქმის ყველგან იყიდება და ათი ცალიც რომ ჭამოთ, მთელი დღის განმავლობაში დაგანაყრებთ. თბილისსა და ბათუმში ორკაციანი უბრალო ნომერი დღე-ღამეში 40 დოლარი დაგიჯდებათ, არცთუ ძვირადღირებული გესთჰაუზები კი 15-30 დოლარი ღირს", - წერს adme.ru.
გამოცემა ტურისტებს საქართველოში თბილისის, მცხეთის, დარიალის ხეობის, ვარძიის, სიღნაღის, კახეთის, სვანეთის, ბათუმისა და შავი ზღვის სანაპიროს ნახვას ურჩევს.

მოგზაურობისთვის ხელსაყრელი ფასების მქონე ქვეყნებს შორის ადმე.რუ ტურისტებს ასევე ურჩევს სერბეთში, ტუნისში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, ეგვიპტესა და უზბეკეთში მოგზაურობას. 

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.