საზოგადოება
"ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა" - სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში
FaceBook
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა "ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ".
ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, "შრომის უკიდურესი ფორმები პრევენციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის განხორციელების, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიებისა და სამართალდამცავთა განხორციელებული ღონისძიებების ნაკლებეფექტიანობისა და არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის მიმართულებით.

"კვლავ ხშირის შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.

გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს.

არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის
შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
22:05 / 15.06.2022
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
16:11 / 11.03.2022
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.