საზოგადოება
"მშობლებმა სწორად შეურჩიონ მულტფილმები ბავშვებს" - ფსიქოლოგი მშობლების ჩართულობაზე
FaceBook
თანამედროვე სამყაროში მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვთა ცხოვრების ნაწილად არის ქცეული. მულტფილმებში, რომლებიც პატარებს იზიდავენ ძირითადად ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ბავშვებს მოსწონთ, როცა ისინი "თანამონაწილე" ხდებიან  სამყაროს ძალმომრეობით "გადაჩენის".

მშობლები ბავშვების მხრიდან აგრესიული მულტილმების მიჯაჭვულობაზე საუბარობენ, ხოლო ფსიქოლოგები ამ საქმეში მათ ჩართულობას ურჩევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მულტფილმებმა ბავშვი უნდა გაამხიარულოს და მათ დადებითი ემოცია უნდა დაუტოვოს, ხანდახან კი უნდა გააბრაზოს ბავშვი კიდევაც.

"რადგან, ეს რეალური ცხოვრებაა ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. მაგრამ მნიშვნელოვანია მშობლებმა სწორად შეურჩიონ მულტილმები და მოზარდებსაც სწორი აღქმა ჰქონდეთ", - ამბობს ფსიქოლოგი იაგორ ბალანჩივაძე.

მარინა ჯიმშელიშვილს ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს. ის ამბობს, რომ გოგონები ძირითადად ბარბის მულტფილმებს უყურებენ, ბიჭს კი "მაშა და დათვი" მოსწონს. მშობელი გვიყვება, რომ პატარები კომპიუტერთან თითქმის მთელი დღის განავლობაში ერთობიან.

"ბავშვებიც ხშირად იმეორებენ იმ მოქმდებებს, რომელსაც უყურებენ და აგრესიულები ხდებიან. რა თქმა უნდა, ვუშლი ამ ყველაფერს მაგრამ მაინც არაფერი გამომდის, მიჯაჭვულები არიან. იმასაც ვერ ვახერხებთ მშობლები რომ ქართულ მულტფილმებს ვაყურებინოთ, სადაც აგრესია და ძალმომრეობა არ არის", - ამბობს მშობელი.

ფსიქოლოგი თვლის, რომ პრობლემა არა მულტფილმებში, არამედ მშობლებშია, რადგან მათ შვილისთვის არ სცალია. ფსიქოლოგის განმარტებით, მშობელმა ხშირად არ იცის როგორ გაარჩიოს მულტფილმი, რას მიაქციოს ყურადღება. მათ არ იციან ბავშვებთან დრო როგორ გაიყვანონ და რაღაცით ართობენ.

"ყველა მულტფილმში არის აგრესია. იქ არის თამაში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წუნა და წუწუნა ავიღოთ. ძალიან მხიარულია, მაგრამ არის ძალადობა მასში. იგივე შეიძლება ითქვას ჩხიკვთა ქორწილზეც. ავიღოთ ტომი და ჯერი. ნებისმიერ შემთხვევაში ჯერი ძალადობას იყენებს და ყოველთვის ჩაგრავს ტომს, მაგრამ ეს ისე ლამაზად ხდება,  რომ  ყველას მათ შორის ბავშვსაც და დიდსაც, ამაზე ეცინება. ჩვენ ამაზე ვიცინით და არ აღვიქვამთ ამას ტრაგედიად. იმიტომ რომ მულტფილმის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ეგ არის, რომ ბავშვი გაართოს.

თუ ჩვენ იმას ჩავუღრმავდებით, რომ თუნდაც კომბლე მგელს კომბალს ჩაარტყამს, გამოუღებს მუცლიდან ცხვრებს და ამას აგრესიად აღვიქვამთ. აქ მთავარი ის კი არ არის, დავანახოთ რომ მან ის სცემა. კი, ბატონო. არასწორად გააკეთა მგელმა. აი ზუსტად ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ბავშვებს უნდა დავანახოთ რომ ეს ცუდია და ეს კარგია. ეს მშობლების საქმეა", - განმარტავს იაგორ ბალანჩივაძე. მისი თქმით, როცა ორი ადამიანი ერთ ნაწარმოებს კითხულობს მას ორივე სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მთავარია რა მიმართულებით მოხდება მისი გაშლა, რას შეეკითხება მშობელი შვილს და რაზე იქნება ყურადღება გამახვილებული.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვების დიდი ხნით მულტფილმის ყურება დაუშვებელია, რადგან ამ დროს მას მეტყველების პრობლემა ეწყება და მიჯაჭვულობას ეჩვევა. მისი თქმით, მულტფილმის ყურების ხანგრძლივობა დღეში 25-30 წუთია. მისი ყურება კი, ერთი წლის ასაკიდანაა რეკომენდებული. თუმცა, ამ დროს ბავშვი ვერ აღიქვამს რომ ის მულტფილმია. ის უბრალოდ ყურადღებას ჯერ მელოდიას აქცევს. შინაარსის გააზრება კი სამი წლის ასაკიდან იწყება.

ის, ასევე, ბავშვებისთვის მუცლადყოფნის პერიოდში მოთხრობებისა და ზღაპრების მოყოლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ დროს დედამ მშვიდი მუსიკაც უნდა მოასმენინოს ჯერ არ დაბადებულ შვილს. რადგან თუ ადრეული ასაკიდან ბავშვი სიამოვნების აღქმას არ მივაჩვიეთ, შვიდი წლის ასაკში ამის მიღწევა რთული იქნება.

"ეკრანთან ცალმხრივი კომუნიკაცია მეტყველებას არ ანვითარებს. ბავშვს საუბარი უნდა. რაც მეტად ვესაუბრებით ბავშვს მით უფრო ადვილად ითვისებს ის, მით უფრო მეტია მისი სიტყვიერი მარაგი, მით უფრო მეტად მეტყველებს ბავშვი. რაც შეეხება კომპიუტერულ თამაშებს, ის ბავშვს არაფერს არ უნვითარებს. უბრალოდ დრო გაჰყავს", - ამბობს იაგორ ბალანჩივაძე.

ის მშობლებს ურჩევს, რომ მულტფილმს აუცილებლად შვილებთან ერთად უყურონ. ამის შემდეგ კი გაარჩიონ. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.