საზოგადოება
თემი ფუნდამენტური უფლებების მიღმა
FaceBook
2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან გასულმა ოთხმა წელმა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით არსებითი სასიკეთო ცვლილება არ მოიტანა.
ამაზე მიუთითებენ იურისტები და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებში ამ ხნის მანძილზე რაიმე გარანტიების თვალსაზრისით ცვლილება-შესწორება არ შესულა. უფრო მეტიც, ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების ჰომოფობიური მესიჯები კვლავ მათი წინასაარჩევნო რიტორიკის ერთ- ერთ მთავარ ნაწილად რჩება.

ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის კვლავაც არ არის უზრუნველყოფილი შეკრების თავისუფლება. ისინი საქართველოში თითქმის ერთადერთ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაც დაბრკოლებისა და ბარიერების გარეშე არ შეუძლიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი მათ უფლებრივ მდგომარეობაზე.

"არაფერი გაკეთებულა საიმისოდ, რომ მომხდარიყო ამ პირთა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, სხვა პირებს საქართველოში შეუძლიათ დაუბრკოლებლად შეიკრიბონ ნებისმიერ საჯარო ადგილას, გარდა ლგბტ თემის წევრებისა", - აღნიშნავს საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე.

საქართველოს სახელმწიფომ არ შექმნა გარანტიები, სამაგიეროდ, ამ ჯგუფის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ შემთხვევებზე რეაგირება მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და 2017 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ის 2013 წლის 17 მაისის მოვლენებში, სახელმწიფოს ბრალეულობასა და სახელმწიფოს როლზე მიუთითებს. აღნიშნავს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ამ კონკრეტული ჯგუფის შეკრების თავისუფლების განხორციელებას.

მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის შემთხვევაზეც გამოიტანა. სპეციალისტების თქმით, 2012 წელსაც სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა შეკრების თავისუფლების უფლება და ამიტომ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებს.

"სწორედ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მან სახელმწიფო სცნო ადმიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დამრღვევად. მაგალითად, სახელმწიფომ დაარღვია არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის მუხლი და ჩაიდინა დისკრიმინაცია", - ამბობს თამარ დეკანოსიძე.

ლგბტ წარმომადგენლების მისამართით არსებული დისკრიმინაციული რიტორიკა და ამ თემით სპეკულირება არაიშვიათად ისმის და ჩნდება სახელმწიფოს წარმომადგენლების გამოსვლებში. ამის გამოძახილია იმ კონსტიტუციური ცვლილების შეტანის მცდელობაც, რაც ქორწინების საკითხს ეხება.

"რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა ქორწინების ცნების, როგორც ოჯახის შემქნის მიზნით ქალისა დამამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის განსაზღვრის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნისა, რაზეც საბოლოოდ 2016 წლის 09 აგვისტოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა. დღეს, კონსტიტუციის ახალი პროექტის ერთ-ერთ დებულებას სწორედ ქორწინების ცნების იმდაგვარად განსაზღვრა წარმოადგენს, რაც არსებითად ლახავს ლგბტ-ი თემის წარმომადგენელთა უფლებებს", - აღნშნავს ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

თუმცა სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება პრინციპულს არაფერს ცვლის.
"დღესდღეობით საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს ქორწინებას როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს. იგი ქორწინების უფლებას ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს.სამაგიეროდ სამოქალქო კოდექსი აკონკრეტებს, რომ ქალსა და მამაკაცს შეუძლიათ მხოლოდდამხოლოდ დაქორწინდნენ ამიტომ ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში აბსოლუტურად არაფერს შეცვლის, რადგან კონტიტუციაში ამ ჩანაწერის შეტანის გარეშეც საქართველოში ქორწინების უფლება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს აქვს", - ამბობს თამარ დეკანოსიძე.

კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის მცდელობა კვალიფიცირდება, როგორც სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური მესიჯი, რაც გამოხატავს სახელმწიფოს ნაკლებ კეთილგანწყობას ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმარ, აღნიშნავენ იურისტები და უფლებადამცველები.

თუმცა, ამ დამოკიდებულების მიუხედავად 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, 2014 წლის 2 მაისს მიიღეს საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის (მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის) აღმოფხვრის შესახებ".

სამაგიეროდ, 2013 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-39/ნ ბრძანებით ცვლილება "შევიდა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ" ამავე მინისტრის ბრძანებაში და ჰომოსექსუალიზმი, მიკუთვნებული როგორც შიდსის რისკის ჯგუფს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას, ჩანაცვლდა ტერმინით "მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან".

"ამ ცვლილებამ გარკვეულწილად დაავიწროვა უფლების დარღვევის სუბიექტთა წრე, თუმცა პრობლემა სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა ამ ნაწილისთვის კვლავ აქტუალურია. უკვე 2014 წლის 4 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ბრძანების 2013 წლის 8 ოქტომბრამდელ რედაქციაში ტერმინი "ჰომოსექსუალიზმი" არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით", - აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

2013 წლის მონაპოვარი აისახა შეკრების ფორმებშიც. 2014, 2015 წელს საქართველოში არ მიეცათ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის განხორციელების საშუალება. 2016 წელს იგი ე.წ. გასაიდუმლოებული ფორმით ჩატარდა. 2017 წელს შეკრების შესაძლებლობის მიუხედავად ლგბტ თემი კვლავაც რჩება ჯგუფად მათი უფლებების ფაქტობრივი დაცვის გარანტიების გარეშე. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.