საზოგადოება
როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
FaceBook
ათი რჩევა ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლებს.
ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ცელქი და მოუსვენარი უნდა იყოს, მაგრამ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც გამუდმებით მოძრაობენ, ვერ ისვენებენ, საკუთარი ჰიპერაქტიურობით კი შეიძლება რამე დაიზიანონ კიდეც.
თუმცა არსებობს მეთოდები, რომლებიც მშობლებს ასეთი ბავშვების ოდნავ მაინც მოდუნებაში დაგეხმარებათ, რაც ყოველდღიურობას უფრო მშვიდს გახდის.
1. სთხოვეთ, 1-დან 20-მდე, შემდეგ კი პირიქით დაითვალოს, გაჩვენოთ საკუთარი ცხვირი, ყურები ან თვალები, განასახიეროს რომელიმე ცხოველი, ჩამოთვალოს ფერები. ეს ცოტა ხნით მაინც მოადუნებს.
2. ითამაშეთ დღე და ღამე. როდესაც ეტყვით დღე, ბავშვი ვითომ იღვიძებს, თამაშობს, დარბის, ხოლო ღამის გაგონებისთანავე იძინებს. ეს თამაში შეგიძლიათ მთელი დღის განავლობაში ითამაშოთ, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, რომ ბავშვი უმოძრაობისგან შეწუხდეს.
3. უთხარით, რომ ცოტა ხნით რობოტის როლი უნდა შეასრულოს, ხოლო ცხვირი მისი ჩამრთველ-გამომრთველი ღილაკია. გამოიყენეთ ტელევიზორის გაუქმებული პულტი. ასე ბავშის მართვას დისტანციურადაც შეძლებთ.
4. ვითომ სანადიროდ გამოსული ვეფხვია და რამდენიმე წუთის განმავლობაში სავარძლის უკან უნდა ჩასაფრდეს. მსხვერპლად რომელიმე სათამაშო აარჩიეთ. შეგიძლიათ ომობანაც ითამაშოთ და ბავშვი სანგარში ჩასაფრებული სნაიპერი იყოს.
5. თვალები აუხვიეთ და წინ კუბიკები დაულაგეთ. დაე, თვალახვეულმა ააწყოს პირამიდა ან სახლი, დახატოს კონკრეტული საგანი, ხელის შეხებით ამოიცნოს მაგიდაზე დალაგებული საგნები.
6. ასწავლეთ ხმის კონტროლი. დაასახელეთ რამე სიტყვა და სთხოვეთ, ის თქვენზე ხმამაღლა წარმოთქვას, შემდეგ კი იგივე სიტყვა ხმადაბლა გითხრათ. კარგია, თუ ამ ვარჯიშს სისტემატურად მიმართავთ. ბავშვი დაიმახსოვრებს, რომ ჩვეულებრივი ხმით ლაპარაკიც გესმით.
7. ჰაერში ააგდეთ საჰაერო ბუშტი, ბუმბული ან ქაღალდის ნაგლეჯი და ბავშვს უთხარით, ვიდრე ნივთი ქვემოთ ეშვება, ხმამაღლა გაიცინოს, თუმცა იატაკთან შეხებისთანავე უნდა გაჩუმდეს და ჩუმად იყოს, ვიდრე თქვენ ისევ არ ააგდებთ.
8. სთხოვეთ ადგილზე იხტუნოს ან ირბინოს, მაგრამ ამავდროულად კონკრეტული დავალება მიეცით. მაგალითად, საჩვენებელი თითები შეერთებული უნდა ჰქონდეს, ან ჭიქაში პინგ პონგის ბურთი ჩაუდგეთ და უთხარით, რომ სირბილისას არ უნდა ამოუვარდეს.
9. თუ ოთახში დარბის და ვერ აჩერებთ, წინ გადაუდექით და მანამდე არ გაუშვათ, ვიდრე 5 ცხოველს, ტრანსპორტს ან ქალაქს არ ჩამოთვლის. დაე, ეს მცირედი შესვენება მისთვის საშვივით იყოს, მიცემული დავალება კი კონცენტრაციის აუცილებლობას უქმნის, რისთვისაც ცოტა ხნით მაინც დაწყნარდება.
10. სთხოვეთ გაიმეოროს თქვენი მოძრაობები. თავიდან ყველაფერი სწარაფად გააკეთეთ, დროდადრო კი ტემპი შეანელეთ და როგორც კი ნორმალურ მდგომარეობას მიაღწევთ, მის შენარჩუნებაზე იზრუნეთ.
წყარო: edu.aris.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.