დაპირისპირება "მაკდონალდსის" პროექტის საჯარო განხილვაზე ქუთაისში (ვიდეო)
18:13 / 23.02.2017
ქუთაისის მერიაში, ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის
პროექტის საჯარო განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შეხვედრას ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზიციისა და
საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
მხარეებს შორის შეკრებას თვალყურს, მერიის დაცვის სამსახურის
თანამშრომელი ადევნებდა.
ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ შეხვედრაზე განმარტა, რომ
ქალაქის ცენტრში ობიექტის აშენებას სამართლებრივი
პრობლემა არ აქვს და ეკონომიკურად მომგებიანია.
ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსს" მშენებლობას " თ და კ კომპანია"
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები