საზოგადოება
18 თებერვალი - ცაში პლანეტის, უდაბნოში თოვლის აღმოჩენისა და სხვა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ
ნაციონალური დღესასწაულების მხრივ ვერც 18 თებერვალი გვთავაზობს ვერაფერს. ამ დღეს არც დამოუკიდებლობა მიუღია არავის და არც სხვა რაიმე სოციალური აქტივობით გამოუჩენია თავი. ასე რომ ეს დღე თავისუფალია და ვისაც რა დღეც უნდა იმად შეუძლია დააწესოს. მშვენიერი შანსია შეხვიდე ისტორიაში.

თუმცა, სანამ ისტორიაში შესულხართ შეგიძლიათ იმათ ამბებს გაეცნოთ, ვინც ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა.

პირველ რიგში ნაპოლეონი, რომელმაც 1814 წლის 18 თებრვალს მიწასთან გაასწორა პოლონელი კრონპრინცის ვილჰელმ პირველის არმია.

ამ დღეს, აღნიშნული ომიდან  50 წლით დაგვიანებით, ჯეფერსონ დევისის ინაუგურაცია მოხდა. რომელიც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ამერიკის კონფედერაციული შტატები კი დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა,  ეს იდეა ჩავარდა. სამხრეთი ვერ გამოეყო ჩრდილოეთს. ჯეფერსონ დევისს ისღა დარჩა ეყურებინა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პრეზიდენტი ანუ აბრაამ ლინკოლნი.

ყურება დაუფასდა ამერიკელ ასტრონავტ კლაიდ ტომბას. ცაში ყურებისთვის ასტრონავტი 1930 წელს "დაჯილდოვდა", მან მზის სისტემაში ახალი პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა.

1885 წლის 18 თებერვალს ამერიკელებმა სხვა რამ აღმოაჩინეს - ახალი წიგნი დახლებზე - მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". 

აფრიკის მცხოვრებლებმა 1979 წლის 18 თებერვალს სასაწაული იხილეს - თოვლი საჰარაში.

განსხვავებით მე-19 და მე-20 საუკუნებიდან 21-ე სხვა რამით გამოირჩა. 18 თებერვალს მომხდარი მოვლენებიდან თითქმის ყევლა ტერორისტულ აქტს უკავშირდება.
ამიტომ ისტორიაში შესვლის მსურველები ვალდებული არიან იჩქარონ და 18 თებერვალი ჩვენს საუკუნეში პოზიტიური მოვლენით შეიყვანონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #18 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.