საზოგადოება
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისში ფართის განაწილების წესი შეიმუშავა
FaceBook
ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის განაწილების წესი და შეფასების კრიტერიუმები შეიმუშავა. ქალაქში მცხოვრები უსახლკაროებისთვის ფართის განაწილების წესი ფართის მიღების მსურველებისთვის კონკრეტულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს აწესებს.

პირისთვის სოციალურ საცხოვრისში ფართის გადაცემა სხვადასხვა კრიტერიუმით მინიჭებული ქულების ჯამურ რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ეს ქულები კი თავშესაფრის მაძიებელ პირებს 6 ძირითადი პუნქტის მიხედვით მიენიჭება.

მაგალითად, მათ, ვისი სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის განსაზღვრული სარეიტინგო ქულა 57 000–ზე ნაკლებია, სპეციალური კომისია ქულების საერთო შკალაში 30 ქულას მიანიჭებს; ხოლო ის, ვისი სოციალური მდგომარეობაც შესაბამისმა სამსახურმა 100 000 ქულაზე მეტით შეაფასა, მხოლოდ 5 ქულას მიიღებს.

უსახლკაროთა სიაში დარეგისტრირება შეეძლებათ პენსიონრებს, შშმ პირებს, მარჩენალგარდაცვლილებსა და მიუსაფარ პირებს. თითოეულ მათგანს ქუთაისის მერიაში შექნილი სპეციალური კომისია კონკრეტულ ქულას მიანიჭებს. საბოლოო ქულა კი მათი დაჯამების შედეგად მიიღება.

თავშესაფრის მიღების მსურველებმა რეგისტრაციისთვის სპეციალური ბლანკი უნდა შეავსონ და კომისიას წარუდგინონ.

რაც შეეხება აკრძალვებს, სამუშაო ვერსიის მიხედვით, სოციალურ საცხოვრისს ვერ მიიღებს ის პირი, რომლის სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000–ს და მეტს, ასევე, თუ მისი რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქში არ აღემატება 2 წელს. თუ პირმა საცხოვრებელი ფართი დაკარგა ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებს გარეთ და თუ პირი ინტენსიურად კვეთს სახელმწიფო საზღვარს გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო.

"უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისის ფართით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრისის ფართების არსებული რესურსის შესაბამისად", – ნათქვამია "ქალაქის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის" სამუშაო ვერსიაში.

სოციალური საცხოვრისით სარგებლობა პირს მაქსიმუმ 2 წლით შეეძლება, რის შემდეგაც ქუთაისის მერია ბენეფიციარს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფას შესთავაზებს.

თავშესაფრით დაკმაყოფილების პირობებისა და კრიტერიუმების სამუშაო ვერსია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორს გააცნეს.

ქუთაისის მერიამ, სოციალური საცხოვრისისთვის ნიკეას ქუჩაზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა მოაწყო, სადაც საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.