საზოგადოება
15 თებერვალი - დანიშვნების, მკვლელობის მცდელობების, მეტეორების დაცემისა და სხვა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.

გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

15 თებერვალი - მირქმის დღესასწაული და კიბოთი დაავადებული ბავშვების დღეა.

ამ დღეს 8 სახელმწიფო სხვადასხვა შინაარსის ნაციონალურ დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, კანადა სახელმწიფო დროშის დღეს ზეიმობს, ავღანეთი კი თავისუფლებას. ავღანელების ზეიმს რუსები არ იმჩნევენ და სამხედრო ინტერნაციონალისტების დღეს აღნიშნავენ.

დღეს სახელის დღე შეგიძლიათ მიულოცოთ თქვენს ახლობელ ზიგფრიდებს, ფაუსტინებს, იოვიტებს, კენანებს და კლოდებს.

15 თებერვალი კარგად აქვთ დაცდილი ვატიკანში: სხვადასხვა ეპოქის რომის პაპების აქტივობები რატომღაც სწორედ ა მ რიცხვს უკავშირდება. ამ დღეს კათოლიკე ეკლესიის მეთაურებად კონკლავის მიერ ირჩეოდნენ სხვადასხვა იღბლიანები (ან უიღბლონი - გააჩნია რა კუთხით შევხედავთ) , რომლებიც შემდეგ რაიმეს აღიარებდნენ, მაგალითად რომელიმე რელიგიურ-რაინდულ ორდენს.

15 თებერვალი კარგად ქონდათ დაცდილი პრუსიაში, ავსტრიასა და საქსონიაში. ამ დღეს საქსონიის ერთ- ერთ სასახლეში ჰუბერტუსბურგში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას რითაც დასრულდა შვიდწლიანი ომი 1763 წელს.

ამ დღეს ფრანგებმაც კარგი საქმე გააკეთეს 1794 წელს მიიღეს საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო -საზღვაო სამფერა დროშა. რომელიც მხატვარმა ჟან- ლუი დავიდმა დახატა. იგი რამდენიმე თვეში საფრანგეთის ნაციონალურ დროშად აღიარეს.

აღიარებები ამ დღეს სხვა ქვეყნებშიც გააკეთეს 1918 წელს ლიტვა და ლატვიამ გრეგორიანული კალენდარი აღიარა და მის გამოყენებაზე გადავიდა.

ამ დღეს კინაღამ სხვა ქვეყანაში გადავიდა აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი.1933 წელს თავს დაესხნენ აშშ-ს პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს. შვიდი ტყვია ესროლა ინგამ კიარადა ანარქისტმა ჯუზეპე ძანგარამ პრეზიდენტს, მაგრამ შვიდივე ააცილა. სამაგიეროდ დაიმუქრა, არც ერთ პრეზიდენტს არ გავახარებო.

ამ დღეს არც სხვაგან გაახარეს ადამიანები, კონკრეტულად შეყვარებულები.1947 წლის 15 თებერვალს საბჭოეთში ქორწინების საკითხზე "გაჭედეს" და უცნაური კანონი მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა საბჭოთა მოქალაქეების უცხოელებზე ქორწინებას.

15 თებერვალს თხოვნა "მეტეორი გვესროლე ღმერთო" ურალში მცხოვრებლებს აუხდათ - 2013 წლის 15 თებერვალს მეტეორი ჩელიაბინსკის ახლოს დაეცა.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #15 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.