საზოგადოება
რა ღირს დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე?
FaceBook
საქართველოში საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, სად გავატაროთ სასიამოვნოდ შვებულება რთული და დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ.

საქართველოში არსებული ბევრი კურორტიდან, ერთ-ერთი გამორჩეული ბახმაროა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბახმაროში დასვენება რეკომენდებულია სისხლნაკლებობით, ასთმით, ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ბახმაროში საკურორტო სეზონი ზაფხულში იხსნება და 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე სრულდება, თუმცა დამსვენებელთა სიმრავლე კურორტზე აგვისტოს ბოლომდე შეინიშნება. საკურორტო სეზონის განმავლობაში კოტეჯის დაქირავების ფასი 1000 დოლარიდან იწყება და 3000 დოლარსაც კი აღწევს. სასტუმრო ნომრის ფასი კი 130 დოლარიდან იწყება და 200 დოლარამდე მერყეობს. თანხაში შედის ოთხჯერადი კვება. 145 დოლარს აღწევს დასვენება სამჯერადი კვებით "ბორჯომი პალასში". სასტუმროში ფუნქციონირებს კინოთეატრი, სტუმრებისთვის ეწყობა ცხენებზე გასეირნება. სტუმრებს ასევე ემსახურება ელექტრომობილი, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ.

თუ სასტუმრო "საირმეში" მაისის თვეში დასვენება გსურთ, მდინარის ხედით ნომრის ღირებულების ფასი ერთი დღით 79 დოლარი, ბუნების ხედით ნომერში დასვენება კი 69 დოლარია. მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება, შვედური სუფრა და ექიმის პირველადი კონსულტაცია. თუმცა, განსხვავებული ფასის გადახდა მოუწევს მათ, ვინც სასტუმრო "საირმეში" დასვენებას ივნისის თვეში გადაწყვეტს – მდინარის ხედით ნომერში 99 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ბუნების ხედით ნომერში კი 89 დოლარის.

"სანსეტ შოვი" პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა რაჭაში. როგორც სასტუმროში აცხადებენ, "სანსეტ შოვი" მაღალი ხარისხის მომსახურებითა და სტუმრების ინტერესის გათვალისწინებით საკუთარი გასართობი პროგრამებით გამოირჩევა. სასტუმრო 15 მაისიდან იხსნება და საკურორტო სეზონი სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. სასტუმროში ერთი ნომრის მინიმალური ფასი 60 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 100 დოლარს აღწევს. სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება.

წყალტუბოში, სასტუმრო "წყალტუბო პლაზაში" მინიმალური ფასი 25 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 80 დოლარამდე აღწევს. სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, სად გაატაროთ შვებულება, იმედია, ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ. 

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.