საზოგადოება
EMC - საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები არსებითად აზიანებს მაუწყებლის იდეას
FaceBook
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს შეაჩეროს ახალი დირექტორის მიერ წარმოდგენილი რეფორმის იდეა, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციასა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო მიზნებისა და ინტერესებისთვის შექმნილი, საზოგადოების მიერ დაფინანსებული და მის წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებელია, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს კომერციული და პარტიულ-პოლიტიკური ჯგუფების გავლენებისგან და საზოგადოების ინფორმირებას, პოლიტიკური ცნობიერების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა ჯგუფების უკმაყოფილებების, მოთხოვნებისა და საჭიროებების რეპრეზენტაციას უნდა უწყობდეს ხელს. მისი საქმიანობა პლურალიზმის, პროგრამული მრავალფეროვნების, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სათანადო, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე დაფინანსების პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

ფინანსური და პარტიული ინტერესებისგან თავისუფალი მედია და სოციალური სივრცე საზოგადოების ნამდვილ მოთხოვნებს და დღის წესრიგებს უნდა ასახავდეს და კრიტიკული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით ხელისუფლებისა და სხვა ძალაუფლებრივი სუბიექტების ანგარიშვალდებულებას უნდა უწყობდეს ხელს. საზოგადოებრივ მაუწყებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონტექსტში და მათი, როგორც პლურალისტული კომუნიკაციისა და სოციალური ერთობის მატარებელი სივრცის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში.[4]

EMC მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს მიმდინარე მოვლენები არსებითად აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და მედია სივრცის ჩაკეტვისა და მასზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების რისკებს ქმნის. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევა, რომელიც 2014-2016 წლებში მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული შპს „ჯი-დი-ეს“-ისთვის გენერალური პროდიუსერი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელზე ხელისუფლების გავლენების გაძლიერების თაობაზე ეჭვებს იმთავითვე აჩენდა.

ნაჩქარევად, სათანადო კვლევისა და საჯარო დისკუსიების გარეშე, ახლადარჩეული დირექტორის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმა, რომელიც მაუწყებლის საქმიანობის ფაქტობრივ შეჩერებას ყველაზე კრიტიკულ პოლიტიკურ კონტექსში (მათ შორის, მოსალოდნელი არჩევნების, საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური კრიზისების ფონზე), ითვალისწინებს, არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ზოგადად ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესების შუქზე (მათ შორის, დიდი ტელევიზიების- იმედის, მაესტროსა და GDS) ერთ მედია ჰოლდინგში გაერთიანება[5], რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მედია პლურალიზმსა და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად აზიანებს და პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციის ტენდეციაზე უთითებს", - აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.