საზოგადოება
"ორმოების ქალაქი" - ქუთაისში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა და ე.წ. ორმოები, ავტომფლობელებს არა მხოლოდ გადაადგილების, არამედ სხვა ტექნიკურ პრობლემებსაც უქმნით.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ გზების მოწესრიგებაში ხელს უამინდობა უშლით, მოსახლეობა კი გზების დროულ რეაბილიტაციას ითხოვს.

ორმოები და დაზიანებული გზები ქუთაისში მძღოლების კრიტიკის საგანია. მათი განცხადებით, ავტომობილების დაზიანების შემთხვევები გახშირდა.

"ქუთაისი ორმოების ქალაქად იქცა. ვერც ერთ ქუჩას გაივლი ისე, ერთი ორმო მაინც რომ არ შეგხვდეს. ჯერჯერობით, ყველა ითმენს და ელოდება მერიას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, საპროტესტო აქციებს გავმართავთ," - ამბობენ ადგილბრივი მძღოლები.



დაზიანებული გზის საფარი დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე


ავტომობილების მფლობელები განმარტავენ, რომ ქალქის ცენტრალურ, თუ მეორეხარისხოვან გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელია და მანქანები ყოველდღიურად უფუჭდებათ.

"დაგვემტვრა მანქანები. ამ გზებზე ზოგს საბურავები უსკდება, ზოგს სავალი ნაწილი უფუჭდება, ძალიან ცუდი სიტუაციაა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ზაზა გურეშიძე.

ავტომფლობელების ინფორმაციითვე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ორმოებში ჩავარდნილი მანქანები სპეციალური დახმარების გარეშე ვეღარ ამოჰყავთ.

"ნიკეა-ჭავჭავაძის გზაჯვარედინზე ორმო წყლით იყო სავსე და ღამით ვერ დავინახეთ. თან ისეთი ღრმა იყო, ავტომანქანა თოკების გარეშე ვერ ამოვიყვანეთ. საკმაოდ დაზიანდა ავტომობილი და მისი შეკეთება მოგვიხდა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მიშკა გორდეზიანი.




ამორტიზებული გზა გრიშაშვილის ქუჩაზე


ბოლო პერიოდში, ცუდ გზებზე დაზიანებული ავტომობილების რაოდენობის ზრდას ადასტურებენ ქუთაისში, ავტოტექნიკური მომსახურების სერვისცენტრებში.

"დღე არ გავა, რომ  გაფუჭებული მანქანა არ მოიყვანონ. თუმცა, ჩვენი საქმეც სწორედ მანქანების გაკეთებაა," - ამბობენ სერვისცენტრის თანამშრომლები.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა მათთვის ნაცნობია, თუმცა აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარებაში ხელს უამინდობა უშლით.

"როგორც კი ამინდები იქნება, გზები გაკეთდება," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქალაქის ქუჩების სავალი ნაწილის "ორმოული" შეკეთებისთვის სახელმწიფო შესყიდვა გასული წლის 19 იანვარს გამოაცხადა.

539 900 ლარის ღირებულების ტენდერი შპს "დაგი +" მა პრეტედენტების გარეშე მოიგო.

ელექტრონული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის სამი თვეა, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობას
საპროტესტო კარავი აქვს გაშლილი, თუმცა მათი ბედით კვლავ არცერთი
უწყებიდან დაინტერესებულან.
13:46 / 06.06.2024
თითქმის სამი თვეა, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობას საპროტესტო კარავი აქვს გაშლილი, თუმცა მათი ბედით კვლავ არცერთი უწყებიდან დაინტერესებულან.
80 დღეა რაც, კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთელები ღამეს კარვებში
ათევენ, თუმცა მათი პროტესტი როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური
ხელისუფლებისთვის ამ დრომდე
15:02 / 31.05.2024
80 დღეა რაც, კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთელები ღამეს კარვებში ათევენ, თუმცა მათი პროტესტი როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის ამ დრომდე "შეუმჩნეველი" რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.