საზოგადოება
ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გამოგონების გარეშეც ვერ იმუშავებდა მობილური და Wi-Fi
FaceBook
ჰოლივუდის ვარსკვლავები მხოლოდ ჰოლივუდური ღიმილით და როლებით არ ამახსოვრებენ თავს მაყურებელს, არამედ ზუსტი მეცნიერებების ცოდნით და გამომგონებლობითაც.
ჰედი ლამარი 30- იანი წლების ავსტრიული წარმოშვების ჰოლივუდის ვარსკვლავი სწორედ გამოგონებით გახდა გამორჩეული, წერს adme.ru.
ავსტრიელმა მსახიობმა მოკლე დროში არა მხოლოდ რამდენჯერმე გათხოვება მოახერხა და ჰოლივუდის მსახიობის ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ მნიშვნელოვანი გამოგონებაც შეიმუშავა.
გამოგონების ბიძგად იქცა მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც მისი სამშობლო ავსტრიაც იყო ჩართული, არც თუ სასარგებლო მოტივებით, შესაბამისად ჰედიმ მეორე სამშობლოს აშშ-ს მხარე დაიჭირა და შეეცადა გამოგონებით დახმარებოდა მას სამხედრო უპირატესობის მოპოვებაში.
1942 წელს მან დააპატენტა სისტემა, რომელიც ტორპედოების დისტანიცირებულად მართვის საშუალებას იძლეოდა. თუმცა მოძრავი სიხშირეების ფასი გაიგეს მხოლოდ ათეული წლების შემდეგ.
წლების შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ამ ადამიანმა გამოიგონა ის რაც დღეს დევს GSM, GPS, Bluetooth დაWi-Fi 802.11-ის სისტემის საფუძველში. მისი გამოგონების წყალობით დღეს შესაძლებელია Wi-Fi -ს ქსელში ყოფნა ისე რომ არ გეშინოდეს რომ კიდევ ვიღაც "დაჯდება" შენს არხზე,იმიტომ რომ ტექნლოგია  Secret Communication System უცხოს არ აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ასეთ სისტემაში.
მისი გამოგონების გარეშე ვერ იფრენდნენ სამხედრო თანამგზავრები და არ იმუშავებდნენ მობილური ტელეფონები, ხოლო ნავიგაციის სიტემაზე ზემდეტია საუბარი.
შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ არა ლამარი ამას სხვა გამოიგონებდა, მაგრამ ფაქტია ,რომ ეს სწორედ მან  ჰოლივუდის ვარსკვლავმა გააკეთა.
ამისთვის ჰედი ლამარს 1997 წელს ფონდმა Electronic Frontier ჯილდო გადასცა. თუმცა მსახიობი ცერემონიალზე არ გამოცხადდა. "არ იფიქროთ რომ ცუდად გამოვიყურები და იმიტომ არ მოვდივარ, უბრალოდ არავის ნახვა არ მინდა",- განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტებს.
ჰედი ლამარის პატივისცემის ნიშნად მისი დაბადების დღე 9 ნოემბერი აშშ - ში გამომგონებლების დღედ გამოცხადდა.

adme.ru

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.