"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე, გოგი წულაია
ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიზე, კვების ობიექტის
მშენებლობას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, "მაკდონალდსი" ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს.
"ახლა მეორედ გვიპირებენ სიამახინჯის აშენებას. მოგეხსენებათ,
ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული "მაკდონალდსის" ფილიალის შედეგად იქ
მოძრაობა შეზღუდულია და ათასი უბედურება გამოიწვია", – აცხადებს
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე, გოგი
წულაია.
წულაიასთან ერთად, მშენებლობა "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის
ცენტრის" დირექტორმა, სულხან ქობულაძემაც გააპროტესტა. მისი
თქმით,"მაკდონალდსი" უკანონოდ შენდება.
"მშენებლობის ნებართვაც კი არ არის ჯერ ამაზე გაცემული და უკვე
შემოღობეს. დაველოდები ხელისუფლების რეაქციას და პირობას ვდებ, რომ
ჩემი ხელით მოვჭრი ამ უკანონო ბოძებს", –ამბობს სულხან ქობულაძე.
"მაკდონალდის" მშენებლობაზე რომ ნებართვა არ არის გაცემული, ამას
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ. მერიის არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით,
კომპანიას ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვის უფლება აქვს.
"პროექტი განსახილველად შემოტანილია ჩვენთან და ამ ეტაპზე
ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. გუშინ გადაიგზავნა კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოში", – ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.
ქალაქის ცენტრში, საათს მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის"
მშენებლობისთვის ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები რამდენიმე დღის
წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები