საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში “მონ პლაზირს”
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში "მონ პლაზირს"?
როგორც "ქუთაისიპოსტმა" მოიკვლია, ქალაქში "მონ პლაზირის" თაღის არსებობა ქართულ კინოს უკავშირდება.
ქუთაისს ქართული კინოს დამაარსებელ ქალაქად მოიხსენიებენ. როგორც ცნობილია, პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 1912 წელს ვასილ ამაშიკელმა გადაიღო, რომლის პრემიერაც ქუთაისში შედგა.სწორედ, კინოს უკავშირდება ქალაქის ცენტრალურ ადგილზე მდებარე თაღის ისტორია. იქ წლების განმავლობაში ქართული კინოფილმების ჩვენები აქტიურად იმართებოდა. რაც შეეხება, თაღში ამოტვიფრულ ფრანგულ სახელწოდებას,
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ფილმოგრაფი, კარლო გოგოძე აღნიშნავდა, რომ XX საუკუნის დასაწისში საქართველოში კინოთეატრების მფლობელთა შორის ძალზე იშვიათად თუ შეხვდებოდი ქართველთა გვარებს და გამონაკლისს ამ შემთხვევაში მხოლოდ ქუთაისი წარმოადგენდა.
გაზეთი "კოლხიდა"-ს ინფორმაციით: "ქუთაისში სამი პროჟექტორია, სამივე ქართველებს ეკუთვნით". იმ დროისთვის ქუთაისში სამი კინოთეატრი არსებობდა: "თამარი", რომელიც 1911 წელს გაიხსნა კოკოჩაშვილის სახლში ეკუთვნოდა ბ. კოკოჩაშვილსა და სტ. ფირალიშვილს, 1908 წლიდან მოქმედი "რადიუმი" რომელიც ეკუთვნოდა ტ. ასათიანსა და პ. მეფისაშვილს და 1909 წელს გახსნილი "მონ პლაზირი".
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ინახება 1900 წლით დათარიღებული აფიშა, რომლის მიხედვით, საზოგადოების თხოვნით ქუთაისში, ქალაქის თეატრში, ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, ცნობილი მოგზაური ჯონ მორისი განმეორებით და უკანასკნელად გამართავდა "ფრიად საყურადღებო და საგანგებო საღამოს". გამორიცხული არაა, სრულიად ფრანგი მოგზაურის სახელს უკავშირდებოდეს თაღზე ამოტვიფრული "მონ პლაზირი".
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.