საზოგადოება
ზვარეში გაფიცული მუშების მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა - აქცია თბილისში
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ზვარეში დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად 2016 წლის 23 სექტემბერს თბილისში 18:30 საათზე შეიკრიბებიან.

შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" მუშებისა და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებული საპროტესტო აქცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან მოეწყობა.

ორგანიზატორების განმარტებით, 100-მდე მუშა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების არარსეობის გამო, უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე.

მათ სოლიდარობას ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" უცხადებს.

"მუშათა გაფიცვის პარალელურად, არსებული შრომითი დავის გადაჭრის მიზნით, 23-ე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი დასაქმებულებსა და საწარმოს შორის, რომლის არაეფექტურობამ მუშები გაფიცვამდე მიიყვანა. მივიჩნევთ, რომ ზვარეში დასაქმებული მუშების მძიმე სამუშაო პირობები არ არის კერძო შემთხვევა და ის შრომითი ექსპლუატაცია დაშვებული პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკით, რომელიც სუსტი და გაუმართავი აღსრულებითი მექანიზმების პირობებში, ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან და დამსაქმებელთა ძალაუფლებისგან. ზვარეში გაფიცული მუშების ბრძოლის მხარდაჭერა, უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პირობების მოპოვებისთვის, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - აცხადებენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში".

ხარაგაულის სოფელ ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

გაფიცულები მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ და დამსაქმებელს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას უყენებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და
სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
18:55 / 04.06.2026

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის
სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა
და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.
13:24 / 25.05.2026

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.