საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამები სამუშაოს მაძიებელთათვის
FaceBook
მიმდინარე წლის სექტემბრიდან სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

ქუთაისში, ამ პროგრამის მიხედვით, მსურველები 23 სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდებიან.

მარიამ ასათიანი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტია. რადგან სამსახურის პოვნას ვერ ახერხებს, გადაწყვიტა პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დარეგისტრირდეს.

"დიდი ხანია მინდა სწავლასთან ერთად ვიმუშაო. თუმცა, ამას ვერ ვახერხებ, რადგან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ვაპირებ პროგრამაში მონაწილება მივიღო. იმედი მაქვს უნივესიტეტში სწავლას და პროფესიულ გადამზადებასაც მოვახერხებ. ვფიქრობ, ეს ცოდნა დამეხმარება დავსაქმდე," - განაცხადა მარიამ ასათიანმა.

ქუთაისში გადამზადების კურს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული, 3 აკრედიტირებული პროფესიული სასწავლებელი ჩაატარებს.

ექთნის თანაშემწე, ფარმაცევტის თანაშემწე, სასტუმრო საქმის მწარმოწებელი, ოფის მენეჯერი, ბუღალტერი,ინფორმაციული ტექნოლოგიები, ძრავის შემკეთებელი, შემდუღებელი , ზეინკალი, ავტომობილის ელ. ტექნიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, გამყიდველი, დურგალი, ელექტრიკოსის – ეს ის პროფესიებია, რომელშიც მსურველები გადაამზადდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტო სასურველი პროფესიის დაუფლებას იმერეთის რეგიონში ტყიბულსა და საჩხერეში მცხოვრებლებსაც თავაზობს.
თუმცა, ამ უკანასკნელში მიღება მხოლოდ ერთ პროფესიაზე, ექთნის თანაშემწეზე გამოცხადდა.
სახელმწიფო დასაქმების პროგრამზე დარეგისტრირება 16 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია, რისთვისაც სოციალური მომსახურეობის რეგიონულ სააგენტოებს უნდა მიმართონ.

გარდა ამ პროგრამისა, წელს ქუთაისში პირველად ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ხორციელდება . ის კერძო და საჯარო სექტორში სტაჟირებას გულისხმობს. მსურველები სახელწიფოს მხრიდან 150 ლარით სტიპენდიით წახალისდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ორივე პროგრამა შშმ პირებსაც ეხებათ.

"თუ დამსაქმებელი სტაჟიორს უხდის გარკვეულ ანაზღაურებას, სახელწიფო ამ თანხის 50 % დამატებით გადაუხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ამ დროისთვის ვცდილობთ მოვიძიოთ ისეთი სამსახური, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება ,"- განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა, ნინო ჭიღლაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის განხორციელება დასაქმებას ხელს შეუწყობს.

"ყველა ის ადამიანი, ვინც გაივლის გადამზადებას სხვადასხვა სპეციალობებით, ექნებათ მეტი შანსი მოძებნონ სასურველი სამსახური," - განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამები პირველად 2015 წელს განხორციელდა.

თუმცა, როგორც ნინო ჭიღლაძე განმარტავს, გასულ წელს გადამზადების მსურველთა რაოდენობა მინიმალური იყო.

"თუ გასულ წელს გამოცხადებული გვქონდა 150-მდე ადგილი, მსურველთა რაოდენობა მინიმალური იყო. დაახლოებით 20 მდე ადამიანმა გაიარა გადამზადების კურსი. წელს მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. ამ დროსითვის უკვე 150 - მდე პირი დარეგისტრირდა. პროექტი დაიხვეწა, გაიწერა შესაბამისი გეგმა, რომლის მიხედვითავ განხორციელდება გადამზადება . რადგან 23–მდე პროფესია გვაქვს გამოცხადებული , თითოეულ პროფესიაში შესაძლებელია გადამზადდეს 10 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადამზადდება 230 - მდე ადამიანი, მაგრამ თუ იქნება მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი შევეცდებით დავამატოთ ჯგუფები. დარეგისტრირებული ადამიანები სამიდან ოთხი თვის განმავლობაში გადამზადდებია მათ მიერ არჩეულ პროფესიებში,"- განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.

სამუშაოს მაძიებელთათის სახელმწიფო პროგრამები საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში ამოქმედდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2016 წლის 9 სექტემბრამდე შეუძლიათ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და
სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
18:55 / 04.06.2026

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის
სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა
და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.
13:24 / 25.05.2026

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.