საზოგადოება
საშიში კაშკაშა მზე – გერმანელი მეცნიერების კვლევა
FaceBook

"ადამიანებზე მოქმედებენ არა იმდენად მზიდან მომავალი პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკლილი"



ამიტომ, ისნინი, ვინც დროის უმეტეს ნაწილს მცხუნვარე მზეზე ატარებენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეში აგდებენ.

ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები მიუნხენიდან, რომლებიც "Geo Risk Research" პროექტის ფარგლებში ატარებდნენ კვლევებს.

მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ულტრაიისფერი გამოსხივების შეფასების სადღეისოდ გამოყენებული მეთოდიკა კორექტული არ არის, რადგან იგი გარკვეულ ზედაპირზე მხოლოდ პირდაპირი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას ითვალისწინებს.

ამასთან, დახრილი ზედაპირიდან არეკლილი სხივების ზემოქმედებას თითქმის უგულებელყოფენ. შეცდომაც სწორედ ამაშია: როგორც აღმოჩნდა, არეკლილი სხივების იგნორირება არ შეიძლება.

"ადამიანის სხეული ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას პრაქტიკულად არ გააჩნია ჰორიზონტალური სიბრტყეები,ამიტომ მასზე მოქმედებენ არა იმდენად მზიდან მომავალი პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკლილი და ამ ზემოქმედების უგულვებელყოფა დაუშვებელია," – განაცხადა კვლევის ავტორმა დოქტორმა პიტერ ჰეპემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.