საზოგადოება
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ქალაქური მუსიკის ფესტივალი გაიმართება
FaceBook
იმერეთში ქალაქური მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა გააჟღერეს. ფესტივალი აპრილის თვეში დაიწყება და იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
"ფესტივალით გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები წარმოვაჩინოთ და მათში ქართული სული გავიღვიძოთ მაშინ, როცა ქართული სიმღერა დღეს უკანა პლანზეა," - განაცხადა შეხვედრაზე ფესტივალის ორგანიზატორმა, კულტურული ღონისძიებების ხელმძღვანელმა, ნანა იმანიძემ.
ქალაქური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარმატებული ახალგაზრდები შეირჩევიან, ხოლო ფინალი მაისში, ქუთაისში გაიმართება. მონაწილეთა მუსიკალურ მონაცემებს ჟიური, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი შეაფასებს.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კულტურის პალატის წარმომადგენელი ქუთაისში, ბექა ბანძელაძე აცხადებს, რომ რეგიონებში ქალაქური სიმღერის ფესტივალით უკვე დაინტერესდნენ.
"რეგიონებში უამრავი ნიჭიერი და ხელოვნების მოყვარული ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელსაც ხელშეწყობა ჭირდებათ. ამავე დროს აუცილებელია ახალგაზრდა თაობებში ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ქართული სულის გაღვივება," - განაცხადა ბექა ბანძელაძემ.
ქალაქური მუსიკის ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით წელს პირველად ტარდება.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.