რჩევები
ჭოგნარის ყოფილ სამხედრო ბაზაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტო)
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობს.


მას ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია "The HALO Trust" ახორციელებს, რომელმაც ამავე ადგილზე საჩვენებელი და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.




მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ განაღმვითი სამუშაოების მიმდინარე პროცესებს და დასწრებოდნენ მორიგი ნაღმის აფეთქებას. 



ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იაპონია აშშ-სთან ერთად ის ქვეყნებია, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მსგავს პროექტებს "The HALO Trust"-ის მეშვეობით ახორციელებენ.

"როგორც ამერიკა და ევროპის ქვეყნები, ასევე იაპონიაც საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. იაპონია და იაპონელი ხალხი მთელი გულით ისურვებენ, რომ საქართველოში ყველამ იცხოვროს უსაფრთხოდ და ბედნიერად. არასდროს არავინ დაიღუპოს ან დაშვდეს ნაღმითა თუ ომის ფეთქებადი ნარჩენებით, ამიტომ იაპონია 2010 წლიდან, აშშ–სა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს მსგავს პროექტებს "The HALO Trust"-ის მეშვეობით. ამისთვის იაპონიის მიერ გამოყოფილი იყო 4 მილიონამდე აშშ დოლარი," - აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ.





ჭოგნარის ყოფილი სამხედრო ბაზა საქართველოს სამოქალაქო ომის დროს დაინაღმა. აქვე მიმდინარეობდა უკონტროლო აფეთქებები, რამაც გამოიწვია ტერიტორიის აუფეთქებელი საბრძოლო მასალით დაბინძურება. 1991 წლიდან ბაზა მიტოვებული იყო და საფრთხეს უქმნიდა 4 500-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომლებიც ტერიტორიას საქონლის საძოვრებისთვის იყენებდნენ.

ჭოგნარის ყოფილ სამხედრო ბაზაზე გასულ წლებში აფეთქების 5 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი და მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

2016 წლის 10 მარტს ორგანიზაციამ "The HALO Trust" საქართველოში ჰუმანიტარული განაღმვითი და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის განადგურების სამუშაოების საწარმოებლად, იაპონიის მთავრობისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისაგან სულ 860 474 აშშ დოლარის გრანტი მიიღო.

"ამ დრომდე ჭოგნარის ყოფილ ე.წ. რუსულ სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილია 11 ნაღმი და რვა ცალი ფეთქებადი საბრძოლო მასალა. მთლიანად გასაწმენდია მილიონი კვ.მ ტერიტორიის, როგორც ზედაპირული, ასევე ქვედაპირული ნაწილი", - აღნიშნა ბრიტანული ორგანიზაციი პროგრამის მენეჯერმა საქართველოში, ირაკლი ჭითანავამ.



"The HALO Trust"–ის წარმომადგენლეთა ინფორმაციით, ჭოგნარის ყოფილ სამხედრო ბაზაზე განაღმვითი სამუშაოები მომდევნო წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.