საზოგადოება
დასჯა თუ მხარდაჭერა?! - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის საკითხზე დისკუსია მოეწყო.

მასში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. შეხვედრას ორი მომხსენებლი ყავდა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი და ექიმი ნარკოლოგი, ზაზა აბულაძე.
პირველმა სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის ბაზა მიმოიხილა, მეორემ - ჯანდაცვის კუთხით სახელმწიფო პროგრამები.

სანტურიანმა გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონში, შეამსუბუქა კონკრეტული მუხლები ნარკოტიკების შენახვა/მოხმარებასთან დაკავშირებით.

"თუკი ადამიანს აქვს 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე ნაწილთან. ეს იყო ღირსების შემლახავი სასჯელი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრი საკითხი დატოვა ღიად", - აღნიშნა სანტურიანმა.

დისკუსიის დროს ითქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოს ფუნქცია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი ღირებულებაა და ადამიანის ღირსების ხელყოფა სხვა რაიმე ლეგიტიმური მიზნითაც არ შეიძლება გამართლებული იყოს, შესაბამისად საკონსტიუციო სასმართლო შევიდა მსჯელობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელის ადეკვატურობასთან დაკავშირებით.

კანონისა და არსებული პრაქტიკის არაადეკვატურობაზე ისაუბრეს დისკუსიაში მონაწილეებმაც, რომ დასჯა კვლავ პრიორიტეტად რჩება და ნაკლები ყურადღება ექცევა დახმარება/ რესოციალიზაციას.

"ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის ჩანაცვლებით პროგრამებში ჩართვას უნდა მოყვეს რეაბილიტაციის სხვა ეტაპები, სხვა შეთავაზებები სახელმწიფოს მხირდან. სახელმწიფო კი მათ ვერაფერს სთავზობს, ვერც სამსახურს და სხვა სოციალურ ფუნქციას", - ითქვა შეხვედრაზე.

პარტია "ქართული ოცნების" წარამომადგენლის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 11 სარეაბილიტაციო ცენტრი.

"ასევე, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომლის თანახმად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სწავლება კერძო და საჯარო სკოლებში. ნარკოტიკების განმეორებით მომარებასთან დაკავშირებით სასჯელი გადამეტებულია და რაც შეეხება თვითონ მსუბუქი ნაროტიკების ლეგალიზების საკითხს, იგი საჭიროებს საზოგადოების ფართო ფენების, ექსპერტების ჩართვას და განხილვას. კომპლექსური მუშაობაა საჭირო", - აღნიშნა პარტია" ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი მამასახლისმა.

დისკუსიაზე ისაუბრეს ბიუჯეტის ხარჯებზე, რომლებიც ჩანაცვლებით პროგრამებში იხარჯება, თუმცა იმასაც გაესვა ხაზი, რომ მკურნალობა გაცილებით იაფი დაუჯდება საელმწიფოს, ვიდრე პერმანენტული ნარკოტესტირება, დევნა და დასჯა, რასაც დღეს მიმართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.