საზოგადოება
ქრისტიანობა იმპერატივებით არ გელაპარაკება - შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
"მამათმავლობის ცოდვაზე მსჯელობისას არ ნიშნავს, რომ მამათმავლების დისკრედიტაციას ვახდენთ".

"რელიგიის მნიშვნელობა და სიყვარულის დეფიციტი" ეს საკითხი იქცა ლექციის თემად წერეთლის უნივერსიტეტში გმართულ შეხვედრაზე. მომხსენებელმა იჩხორის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სალიამ რამდენიმე საკითხი გამოყო.

პირველ რიგში, მან სიტყვა "რწმენის" ეტიმოლოგიურ მნიშვნელობაზე ისაუბრა, განიხილა თუ როგორ განიმარტება ის ბიბლიაში "ძველი აღთქმის" წიგნებში და "სახარებაში", მიმოიხილა სხვა რელიგიები, ისაუბრა იმაზე თუ რა მნიშვნელობას დებს ისლამი და იუდაიზმი "რწმენის" ცნებაში.

იჩხორის მონასტრის წინამძღვარი, ასევე, თეიზმისა და ათეიზმის საკითხებსაც შეეხო.

"მეცნიერებაში მტკიცდება, რომ "ბიბლია" არის უადრესი და უძველესი წიგნი. ვინც ამას არ ეთანხმება, მან მეცნიერულად უნდა დაამტკიცოს, რომ "ბიბლია" არის ნაყალბევი და არ შეესაბამება სიმართლეს. მხოლოდ იმის გამეორება, რომ მას არ წამს და არ ჯერა ამ ტექსტის, ეს საკმარისი არ არის. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ ჯერა ამ წიგნის და ამ დროს ის არ გაცნობია არც ერთ ბიბლიურ თუ საღვთისმეტყველო წიგნს - აქ წყდება საუბარი. საკუთარი რწმენა -წარმოდგენები შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არსებობს ეკლესიის გამოცდილება, რასაც უნდა გაეცნო თუკი გვინდა, რომ ჩვენს ამ საკითხზე შედეგიანად ვიმსჯელოთ," - აღნიშნა მამა ანდრია სალიამ.

მისი თქმით ადამიანი ღმერთის ძიების პროცესში უნდა იყოს.

"თუ უნდა ადამიანმა ღმერთი ნახოს, პირველ რიგში ის საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "ღმერთო, მე თუ ჩემი თავი ვნახე, ესე იგი შენც დაგინახე", - აღნიშნა მამა ანდრიამ.

მან, ასევე, ისაუბრა ქრისტიანობაზე, როგორც სიყვარულის ენით მოსაუბრე რელიგიაზე.

"ქრისტინობა იმპერატივებით არ გელაპარაკება, არამედ კონსტრუქციულია. თუმცა, არის რელიგიები, მაგალითად ისლამი, სადაც იმპერატივის ენა მოქმედებს," - მამა ანდრიას ამ მოსაზრებამ დარბაზში კამათი გამოიწვია და რამდენიმე მსმენელმა ისლამის დისკრედიტაციად ჩაუთვალა მომხსენებელს.

თუმცა, ანდრია სარიამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო დიკრედიტაცია.

"როდესაც ვსაუბრობთ მრუშობის ცოდვაზე ეს არ ნიშნავს, რომ მეძავების დისკრედიტაცია გვინდა. მამათმავლობის ცოდვაზე მსჯელობისას არ ნიშნავს, რომ მამათმავლების დისკრედიტაციას ვახდენთ. რომ წაიკითხოთ სურები და აიები ნახავთ იქ მეოთხე სურის მე -18 აიაში ქალის ქალთან ურთიერთობაზე არის დაწერილი და ამის შემდეგ რა დისკრედიტაციაზეა საუბარი, იქ უფრო აღმოაჩენთ. ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი არ არის დისკრედიტაცია, ქრისტიანობა წარმოაჩენს რეალობას", - მიაჩნია იჩხორის მონასტრის წინამძღვარს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.