საზოგადოება
"ქალები ფორმალურად არიან პარტიულ თანამდებობეზე" - "ხმა მიეცი თანასწორობას"
FaceBook
ქალები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.


"ხმა მიეცი თანასწორობას" პროექტის ფარგლებში ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.
გენდერული ბალანსი, კვოტირების საკითხი - ამ და სხვა თემების გარშემო პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ოფისის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა გოგრიჭიანმა და პარტიის  წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრას ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი უძღვებოდა.

პარტიას ყავს ქალი წარმომადგენლები და გააჩნია საკუთარი ხედვები გენდერისა და კვოტირების საკითხებზე - აღინიშნა შეხვედრაზე.  თუმცა იქვე განმარტეს, რომ პარტიებში ქალი წარმომადგენლების არსებობა არ ნიშნავს საკითხის მოგვარებას, იმიტომ რომ ქალები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ნომინალურ ფიგურებს წარმოადგენენ.

"შემიძლია გავიხსენო რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ქალი წარმომადგენლები, რომელთაც კითხვაზე: რა ინიციატივა წარმოაყენეთ და რა გადაწყვეტილება მოყვა ამას? პასუხი არ გააჩნდათ. ქალები ფორმალურად არიან პარტიულ თანამდებობეზე, გადაწყვეტილებას ცენტრალიზებულად იღებენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებს შეუძლიათ შესთავაზონ იდეები, მათგან წამოვიდეს ინიციატივები. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუყურებთ", - აღნიშნა ქეთი ბერძენიშვილმა.

დისკუსიაზე ყურადღება გაამახვილეს გენდერისა და კვოტირების საკითხის მიმართულებით მეტი ძალისხმევისა და მასშტაბური ღონისძიებების არსებობის აუცილებლობაზე. განმარტაეს, რომ მნიშვნელოვანია გაჩნდეს მეტი ინიციატივა პირველ რიგში თავად ქალი პოლიტიკოსების მხრიდან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით (IFES ).


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.