საზოგადოება
ცესკომ ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირა
FaceBook
ცესკოში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო ორი შეკითხვა შევიდა.



საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა.

კომისიამ მიმდინარე წლის 12 ივნისის სხდომაზე სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით კითხვა შემდეგნაირად დაარეგისტირა - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 8 ოქტომბერს იმ შემთხვევაში მოუხდებათ, თუ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერას შეაგროვებს და მის ჩატარებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მხარს დაუჭერს.

რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი, სანდრო ბრეგვაძე აცხადებს, რომ მისი ჩატარების შემთხვევაში ამ კითხვას პასუხი საბოლოოდ გაეცემა.

ცესკოში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო ორი შეკითხვა შევიდა.

საარჩევნო კომისიამ მათგან ერთი მიიღო, ხოლო მეორე არ დაარეგისტრირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში
უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.
12:18 / 03.08.2026

ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.

7-წლიანი ლოდინის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ყოფილ
შენობას საბოლოოდ მოუძებნა ფუნქცია — თუმცა იმავე სცენარით, როგორც
არაერთი სხვა დაპირების შემთხვევაში: დაგვიანებით.
15:05 / 24.07.2026

7-წლიანი ლოდინის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ყოფილ შენობას საბოლოოდ მოუძებნა ფუნქცია — თუმცა იმავე სცენარით, როგორც არაერთი სხვა დაპირების შემთხვევაში: დაგვიანებით.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.