საზოგადოება
ფილმების სერიას "ცისფერყანწელების ქუთაისი" თბილისური სტუდია გადაიღებს
FaceBook
სტუდია გადაღებებს 5 880 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.

სამი დოკუმენტური ფილმის "ცისფერყანწელების ქალაქის" გადაღებისთვის ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება თბილისში რეგისტრირებულ "ქედი სტუდიოსთან" გააფორმა. კომპანია გადაღებებს 5 880 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს. თითოეული ფილმის ღირებულება 1 940 ლარს შედგენს.

სტუდიის გენერალური დირექტორის განმარტებით, ორგანიზაციას ვიდეო გადაღებების და ფილმების წარმოების დიდი ხნის გამოცდილება გააჩნია. ასევე, ყავს პროფსიონალთა გუნდი, რომელიც ხარისხიანად იმუშავებს მოცემულ მასალაზე.

"გვინდა ლამაზი ფილმი გადავიღოთ და იმაზე მეტი გავაკეთოთ, რაც თუნდაც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული. ამის შესძლებლობა და რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია. თანაც ეს თემა ძალიან საინტერესო და ძვირფასია ჩვენთვის", - აღნიშნა "ქედი სტუდიოს" გენერალურმა დირექტორმა, ნაზიბროლა მჟავანაძემ.

როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული, პირველი ფილმი ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში "ცისფერყანწელების" როლს უნდა ასახავდეს.

მეორე ფილმმა უნდა აჩვენოს პაოლო იაშვილის, როგორც "ცისფერყანწელთა" იდეის სულისჩამდგმელის, ბიოგრაფია, მისი ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება.

მესამე ფილმი ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიას, გალაკტიონ ტაბიძესთან პოეტის მეგობრობას და "ცისფერყანწელთა ორდენის" დასასრულს შეეხება.

თითოეული ფილმის ქრონომეტრაჟი 25-35 წუთს უნდა შეადგენდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფილმის სცენარის, რეჟისორის, ასევე მუსიკის შერჩევა ქუთაისის მერიასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

სამივე მათგანი შემკვეთს მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ჩაბარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.