საზოგადოება
ღმერთი "ვეფხისტყაოსანში" 227-ჯერ არის ნახსენები
FaceBook
რა ფორმით გვხვდება ღმერთი "ვეფხისტყაოსანში" და რამდენჯერ

"ვეფხისტყაოსანში" ღმერთი 227-ჯერ არის ნახსენები.

ვკითხულობ, ამ "ნაპრემიალ" მოთხრობებს და რომანებს, ახალი თაობა რომ ეწაფება საქართველოში, და შენ არ მომიკვდე, ღმერთის ჭაჭანება არაა არსად.
გეგონება, ყველამ ერთად შეკრა პირი.

ცოდვას ვერ ვიტყვი, - ერთი, თანამედროვეობის დიდი "მწერალი" თავის ბოლო ზარში ღმერთს მართლაც მოიხსენიებს, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ მკითხველი დაიბნევი, ვერ გაგირკვევია, ეს ღმერთია, თუ ნადრიკუჩას რიგითი ძმაკაცი, რომელზეც გაპრანჭულად შეგიძლია თქვა:

- აუ, იესო რა საყვარელია!

მეთორმეტე საუკუნეში, იმ დალოცვილმა შოთა რუსთველმა, დაწერა პოემა და არ ეთაკილა, რომ "ღმერთი" - არც მეტი, არც ნაკლები - 227-ჯერ ეხსენებინა,
ხოლო "უფალი" - 4-ჯერ.

ეს, სიტყვაა ამდენჯერ ნახსენები, თორე უსიტყვოდაც მოხსენიებული ღმერთი იცი რამდენჯერაა?

აი, თუნდაც შესავალში, "რომელმან შექმნა სამყაროო"...

მალე, უფლის აღდგომა მოდის, - მამლის სამ ყივილამდე უარყოფილია უკვე, ეკლის გვირგვინიც დაწნულია, მძიმე ნაბიჯებით გოლგოთის გზას უნდა შეუდგეს... და თუ ამ მძიმე ჯვრის ტარებაში არ შევენაცვლებით, ვახსენოთ მაინც, თუნდაც იმის წაკითხვით, თუ რა ფორმით გვხვდება ღმერთი "ვეფხისტყაოსანში" და რამდენჯერ.

ღმერთად - 1
ღმრთებს - 1
ღმრთეებრისად - 1
ღმრთითა - 1
ღმერთი - 31
ღმერთია - 1
ღმერთიმცა - 3
ღმრთიანი - 1
ღმრთივ - 1
ღმრთითა - 2
ღმრთისა - 19
ღმრთისაგან - 14
ღმრთისად - 1
ღმრთისავე - 1
ღმრთისანი - 1
ღმრთისასა - 1
ღმერთმან - 64
ღმერთმანა - 1
ღმერთო - 25
ღმერთს - 1
ღმერთსა - 49
ღმერთსამცა - 2
უღრმთოდ - 2
საღმრთო - 2
საღმრთოდ - 1

უფალო - 2
უფალსა - 2

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სამი ყოფილი სანატორიუმი — „მედეა“,
„მეშახტე“ და „ცისკარი“ — კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია,
მიტოვებულია და ნგრევის პირასაა.
13:33 / 17.06.2026

წყალტუბოს სამი ყოფილი სანატორიუმი — „მედეა“, „მეშახტე“ და „ცისკარი“ — კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია, მიტოვებულია და ნგრევის პირასაა.

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და
სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
18:55 / 04.06.2026

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.