საზოგადოება
გარემო, საზოგადოების დაბალი ცნობიერებით და ჰაერის მაღალი დაბინძურებით ქუთაისში
FaceBook
მტვერი და ნახშირჟანგი ჰაერში, საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, ქუთაისში ყველაზე მეტია.

ქუთაისში გასულ კვირას დედამიწის დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მოქალაქეებს კვლავაც შეახსენეს, რომ დედამიწას და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, მოფრთხილება უნდა. აღნიშნულ შეხსენებებს ზედმეტად არ მიიჩნევენ გარემოს დამცველები. უფრო მეტიც, მათ ყველაზე დიდ პრობლემად ქუთაისში და მთლიანად საქართველოში, საზოგადოების დაბალი ცნობიერება მიაჩნიათ.

გარემოს მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" ქუთაისის კოორდინატორი, თემურ კეპულაძე.

"ადამიანები ფიქრობენ, რომ "ეს მე არ მეხება", "სხვას ყველას ეხება ოღონდ მე არა". ასე მიაჩნია ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს. ეს გამოიხატება როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრასთან მიმართებაში, ისე პროდუქციის გამოშვებაშიც, რომლის წარმოებასაც სტანდარტებისთვის გვერდის ავლით ცდილობს. დადის დაზიანებული მანქანით და აბინძურებს ჰაერს და ა.შ. კიდევ ბევრი სხვა ფორმითაა გამოხატული ადამიანების უპასუხისმგებლობა გარემოს მიმართ", - აღნიშნავს თემურ კეპულაძე.

უპასუხისმგებლობასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქუთაისში ჰაერის დაბინძურება რჩება. ეს პრობლემა საქართველოს ბევრ ქალაქში დგას, თუმცა ქუთაისის შემთხვევა გამორჩეულია. მაგალითად, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის მონაცემებით მტვერი ზღვრულად დასაშვებ ნორმას სხვა ქალაქებში თუკი სამჯერ აღემატებოდა, ქუთაისში - გადაჭარბება 6-ჯერ მეტი იყო.

მტვრის მაღალი შემცველობა ჰაერში ადამიანის სასიცოცხლო გარემოსთვის  არასასურველ პირობებს ქმნის. სპეციალისტების განმარტებით მტვრის მცირე ნაწილაკებს უნარი შესწევთ ღრმად შეაღწიონ ადამიანის ორგანიზმში, გახდეს ბევრი დაავადების მიზეზი და საბოლოოდ სიცოცხლისთვის სახიფათო.

ასეთ პირობებში გარემოს დამცველები მიუთითებენ მწვანე ნარგავების სიმრავლის აუცილებლობაზე. ქუთაისი თითქოს "მწვანე ქალაქია", თუმცა სპეციალისტების თქმით, ეს ძირითადად კერძო მოსახლეობის ეზოების ხარჯზე ხდება, რაც საკმარისი არ არის. თანაც, ავტომობილთა საგრძნობმა მატებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა და გააჩინა ახალი პრობლემა -  ჰაერის გამტარუნარიანობა ქუჩებში.

"ქუჩა რაც უფრო ფართოა, გამტარუნარიანობა მეტია, რომ ვიწროვდება გვერდებზე ველობილიკი დაავიწროებს თუ შუაში "უსაფრთხოების კუნძულები", გამტარუნარიანობა იკლებს, ამიტომ დამაფიქრებელია მათი არსებობა. იმედია, ვინც ველობილიკებისა თუ "კუნძულების" საკითხებზე იმუშავა, გარემოს დაცვაზეც ნაფიქრი აქვს ", - აღნიშნა თემურ კეპულაძემ.

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ გარემოს დაცვაზე "იფიქრეს", ამიტომ უსაფრთხოების კუნძულებზე მწვანე ნარგავები სწორედ გარემოს დაცვისა და ჰაერის გაწმენდის მიზნით დარგეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.