საზოგადოება
გელათის 17-წლიანი რეაბილიტაცია: დაზიანებები, წყლის ჩადინება და თეთრი ტენტით დაფარული ტაძარი
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსი წვიმისგან დასაცავად თეთრი ტენტით დაფარეს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო კომპლექსი დამთვალიერებლებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირასაა ღია.



გელათის სამონასტრო კომლექსში  სარეაბილიტაციო და გადახურვის სამუშაოები უკვე 17 წელია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ძეგლის განახლებისა და დაცვის მიზნით დაიწყო, პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა და რეაბილიტაციამ, შედეგის გაუმჯობესების ნაცვლად, გარკვეულ შემთხვევაში მე-16 საუკუნის ფრესკებს  ზიანი მიაყენა.



გელათის მონასტერის რეაბილიტაციის პროექტი 2008 წელს შემუშავდა, ხოლო სამუშაოები 2009 წლიდან დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.


პირველი ეტაპის  მიხედვით, სამუშაოები 2017 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2016 წელს, დასრულებამდე ერთი წლით ადრე, ტაძარში სახურავიდან წყალი ჩავიდა.  ამ შემთხვევამ ფრესკებისა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში მდებარე სივრცეებში, მათ შორის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.


დროთა განმავლობაში წყლის შეღწევის მსგავსი შემთხვევები არაერთხელ განმეორდა, რამაც ტაძრის კედლები და ფრესკები პერიოდულად დააზიანა. ასევე დაზიანდა სახურავის ნაწილი, სადაც არსებული მოჭიქული კრამიტები დაიმტვრა, რაც წყლის შეღწევის რისკს კიდევ უფრო ზრდიდა.

2020 წელს გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები მორიგი ეტაპი დასრულდა, თუმცა მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი კვლავ ჩავიდა.


ამის შემდეგ, როდესაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც აღიარა, თუმცა პასუხისმგებლობის ნაწილი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააკისრა.


შემდგომ ეტაპზე სახელმწიფომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო. 2021 წელს UNESCO-ს მისია ეწვია გელათს და ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. ექსპერტებმა კულტურის სამინისტროს დეტალური დასკვნა და რეკომენდაციები წარუდგინეს.

იმავე პერიოდში, მონიტორინგის მიზნით, გელათს ეწვივნენ კედლის მხატვრობის კონსერვაციისა და კლიმატოლოგიის სპეციალისტები, რომლებმაც დამატებითი შეფასებები გააკეთეს და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა.


გელათის მონასტერ
ში სამუშაოები დღემდე გრძელდება და მიუხედავად მრავალწლიანი რეაბილიტაციისა, ძეგლის სრულფასოვანი დაცვა და დაზიანებების საბოლოო აღმოფხვრა კვლავ გამოწვევად რჩება.

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს.

2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და
სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
18:55 / 04.06.2026

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის
სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა
და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.
13:24 / 25.05.2026

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.