ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგიც.
კამპანიის პირველი ეტაპი დასრულდა — თანხის მიღება დღეს, ზუსტად
12:00 საათზე შეწყდა.
ამ დროისთვის „1 ლარი სოლიდარობისთვის“ ფარგლებში 150 ლარია
შეგროვებული.
როგორც გვანცა თოთაძე აღნიშნავს, ეს თანხა ვერ
გადაწყვეტს იმ მწვავე სოციალურ პრობლემებს, რაზეც კამპანია ამახვილებს
ყურადღებას, თუმცა მისი მნიშვნელობა სწორედ სიმბოლურობაშია — ეს არის
ნიშანი, რომ ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან.
შემდეგი ეტაპი უკვე გადაწყვეტილების მიღებაა. ინიციატივის ავტორმა საკუთარი არქივიდან სამი ისტორია შეარჩია, რომელთა შორის საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, ვის გადაეცემა ეს პირველი, სიმბოლური დახმარება.
ესენია:
მარტოხელა დედა ქეთი და მისი მცირეწლოვანი
შვილი;
ქვრივი ნინო, რომელიც ორ შვილს
ზრდის;
სტუდენტი ნინი ჭიათურიდან, რომელსაც
ფინანსური სირთულეების გამო სტატუსი შეუჩერდა;
გვანცა თოთაძის თქმით, თანხის განკარგვა სრულად გამჭვირვალე იქნება და
გადაწყვეტილება საზოგადოების ჩართულობით მიიღება — რაც თავად
კამპანიის მთავარი იდეის გაგრძელებაა: სოლიდარობა, როგორც საერთო
პასუხისმგებლობა.
„ოთხი წელია პირველი სექტემბერი აღარ მიხარია“, — წერს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე.
თერჯოლაში, სადაც მდინარე ჩხარას მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს, დავა უკვე მხოლოდ ობიექტის მშენებლობის კანონიერებას აღარ ეხება.



მასალის გამოყენების პირობები