ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, ასევე ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ138-კმ184 (მესტია-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი
ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა)
მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ137 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები