საზოგადოება
ქალთა ისტორიები საქართველოს "ყველაზე ფემინისტური ქალაქიდან"
FaceBook
ისტორიიდან გამქრალი ქალები - სწორედ მათ შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.


შეხვედრაზე სამი ქალის ისტორია გაიხსენეს: ეკატერინე გაბაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე ახალი რაკურსით გაეცნო პუბლიკას. მათზე მწერალმა თამთა მელაშვილმა ისაუბრა.

მწერალმა მოკლედ მიმოიხილა ქართული ფემინიზმის ისტორია, სადაც ქუთაისი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქად იკვეთება.

შეხვედრაზე ქუთაისი მოიხსენიეს საქართველოს „ყველაზე ფემინისტურ ქალაქად“, რადგან მე-19 და მე -20 საუკუნეებში ბევრი აქტივისტი ფემინისტი სწორედ ქუთაისიდან იყო. მათი მოღვაწეობა საქართველოს გასაბჭოებამდე პერიოდს უკავშირდება, გასაბჭოების შემდეგ სამოქალაქო აქტივიზმი აიკრძალა, "როგორც კატო მიქელაძე იხსენებს "ხელოვნურად გააჩუმეს", - აღნიშნა თამთა მელაშვილმა.

"ხელოვნურად გაჩუმებამდე" ქართველი ქალები აქტიურად იბრძოდნენ, პირველ რიგში განათლების უფლებისთვის.

როგორც თამთა მელაშვილმა აღნიშნა, მათ უმეტესობას არ ეძლეოდათ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება, მხოლოდ საშუალო განათლებას ჯერდებოდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ თავად დაეარსებინათ სასწავლებლები.

ეკატერინე გაბაშვილმა ქუთაისში დააფუძნა ქალთა პროფესიული სასწავლებელი, სადაც დაბალი ფენის ქალებსაც ეძლეოდათ განათლების მიღების საშუალება. ასეთი ქალთა სასწავლებელი საქართველოში სულ სამ ქალაქში იყო.

ქალებს უწევდათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა, როგორც საზოგადოებრივი განწყობების, ისე რუსული ცარიზმის მხრიდან.

მუშა ქალების მხარდასაჭერად დაარსდა "მუშა ქალთა კლუბი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელები ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე გახლდათ.

ლიდია წერდა გაზეთ "კვალში" და ოჯახისა და რვა შვილის პარალელურად ცდილობდა ქართველი ქალის ხმასა და საჭიროებებს მრავალთა ყურამდე მიეღწია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმათზე იფორმაციები ძალიან მწირია. ამის ერთ ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ ქალები თავად ანადგურებდნენ მათზე ინფორმაციას, რადგან მათ სამოქალაქო აქტივიზმს საბჭოთა რეჟიმი დანაშაულად უთვლიდა.

მეორეს მხრივ, ისტორია ქალთა სახელებს ნაკლბად ინახავდა, მათი მოძიება კაცების ისტორიებში თუ ხდება შესაძლებელი.

"როდესაც არქივებში ქალებზე ეძებ ისტორიებს, ბიოგრაფიულ მონაცემებს, ხშირად იძულებული ხარ მათზე ინფრომაცია კაცების, მათი ახლობლების, ქმრებისა და ძმების იტორიებში ეძებო, რადგან ეს ქალები მოხსენიებულები არიან როგორც ვიღაცის დებად ან მეუღლეებად,", - აღნიშნა თამთა მელაშვილმა.

ქალთა ისტორიების თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში, მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.