საზოგადოება
ხელისუფლება ახალისებს ასეთ შემთხვევებს - არასამთავრობოები ფარულ ჩანაწერებზე
FaceBook
არცერთ მსგავს ფაქტზე სამართლადამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.
"ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ფაქტებმა და პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობამ უკიდურესად შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ხელისუფლების მოვალეობაა.
2016 წლის 11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად, შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებაც მოხდებოდა. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა 10 მარტს კოალიცია "ქართული ოცნება - მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებას შეეხებოდა: "ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა ქმედებებზე, მაგრამ თუ ამ ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ თქვენთან და პრესაში, რომ ალბათ, არ იქნებიან კმაყოფილები ისინი".
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საჯარო და საზოგადოებისათვის ცნობილმა პირმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით მათი დაშანტაჟება ხდებოდა. აღნიშნულზე 2013 წელს საუბრობდა მოსამართლის თანაშემწე, 2015 წელს - მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისგენერალური დირეტორი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. საგულისხმოა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება და ა.შ.
არცერთ მსგავს ფაქტზე სამართლადამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ. ამგვარად, შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო შემდგომ მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლა. გ. ხვედელიძეს პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც კი მისცა. ხვედელიძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი "პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია".
აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას 2015 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის და თბილისის ცენტრებშიგამართული წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და რომელიც, საბოლოო ჯამში, ასევე მიმაზანმიმართული იყო ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ.
მსგავსი ფაქტების სიმრავლე და მათზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ შემთხვევებს. საბოლოოდ ასეთი მდგომარეობა საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის განცდას და მას ნდობას უკარგავს სახელმწიფო ორგანოების მიმართ.
აღნიშნულ კონტექსტში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ოპოზიციისა წარმომადგენლების და ცალკეული პირების ამგვარი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფარული კადრებით ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობა, რასაც შესაძლოა, გამყინავი ეფექტი ჰქონდეს ცალკეული ჟურნალისტების მიერ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.
საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები - პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან.
• მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება მათზე;
• გატარდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მსგავსი სამართალდარღვევების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით;
• მოვუწოდებთ ყველა მედიას, არ დაუშვან კადრების გასაჯაროება და არ დაასახელონ კადრებში სავარაუდოდ ასახული პირების ვინაობა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI
მედიის განვითარების ფონდი MDF
საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტიTDI
LGBT საქართველო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.