საზოგადოება
ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
.პატრიარქალური კულტურა ზღუდავს როგორც ქალებს ასევე კაცებს“.

ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? - ამ საკითხს მოეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დისკუსიის დაწყებამდე დამთვალიერებელს შეეძლო გაცნობოდა გამოფენას,  რუსი მხატვრისა და ფემინისტის, გრაფიკული რეპორტაჟების ავტორის, ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრებს. ავტორის, რომლის კვლევისა და ძიების თემებს ქალი დ ა ლგბტ თემის უფლებები წარმოადგენს.
ქალთა უფლებებზე და უუფლებობაზე ისაუბრეს მომხსენებლებმა მხატვარმა ლია უკლებამ, ხელოვნებათმცოდნემ თეო ხატიაშვილმა და მწერალმა ლია გვენეტაძემ (მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქი").

შეხვედრა გარკვეული მიმოხილვით დაიწყო საქართელოს ისტორიიდან, ერთგვარი „ქალების რაკურსით“, რამაც ბევრი მოღვაწე ქალის აღმოჩენის შესაძლებლობა შექმნა. "ჩვენი ქართველი ქალები მხოლოდ მე -18-19 საუკუნეებში არ აქტიურუბდნენ. არამედ უკვე მეხუთე საუკუნიდან აქტიურად ჩართულები არიან ყველა სფეროში", - აღნიშნა ლია გვენეტაძემ.
შეხვედრაზე კვლავაც დაისვა კითხვა სად არიან გენიოსი ქალები? და თუ არიან ან იყვნენ რატომ არ ჩანდნენ?
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ იყო და არის ბევრი გენიოსი ქალი და ისინი თუ არ ჩანან ეს პატრიარქალური კულტურის ბრალია, რომელმაც მკაცრად მიუჩინა ქალს თავისი ადგილი,მისცა მცირე უფლება და დაუწესა ბევრი აკრძალვა. "როდესაც განათლების საშუალება არ გაქვს რა უნარების გამოვლენაზეა ლაპარაკი?!თითქოს უკეთესი მდგომარეობა ქონდათ მაღალი ფენის ქალებს, მაგრამ აქაც შეზღუდვები მოქმედებდა. ისინი" ქალური ხელოვნების" ამ კლიშეში უნდა ჩატეულიყვნენ. იმის იქეთ არაფერი ესაქმებოდა. მათი საქმე იყო მაკაცრად გამიჯნული და შემოსაზღვრული. დღესაც გრძელდება ეს ტენდენცია", - აღნიშნა ლია უკლებამ.
ქალი მხატვარი, ქალი პოეტი, ქალი რეჟისორი - ეს დეფინიცია გარკვეულ დისკრიმინაციად აღიქმება თუმცა ლია უკლება ხაზს უსვამს, რომ იგი სწორედ ქალი მხატვარია.
"მე მიმაჩნია, რომ ვარ ქალი მხატვარი. ჩემს ნამუშევრებში ქალური ხაზია. კაცი ვერ დაინახავს იმას, ვერც ერთი კაცი ვერ შეძვრება ქალის ტყავში. რასაც ქალი განიცდის და რასაც ქალი გაიგებს იმას ვერ იგრძნობს. ამ რაკურსიდან თუ განვიხილავთ მე ვარ ქალი მხატვარი. მინდა ჩვენი სქესის პრობლემები წამოვწიო და ვილაპარაკო რაც უნდა მწვავე იყოს ეს საკითხი დ ა რაც უნდა მწვავედ მომხვდეს ამის გამო", - აღნიშნა ლია უკლებამ.
საქართველოში მწვავე საკითხების სიმცირე ნამდვილად არ არის. აი, თუნდაც ისტორია, დისკუსიაზე ხაზი გაესვა იმასაც რომ ისტორიაც კაცების ისტორიაა.
" საქართველო არის ერთი პატარა ქვეყანა, თუმცა აქაც შეგვიძლია დიდი ისტორია დავწეროთ იმის შესახებ ქალები რას აკეთებდნენ. მაგრამ ეს არის დაუწერელი ისტორია ძირითადად ჰიპოთეზებზე აგებული", - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალების გაბედულებაზე, რომლებმაც შეძლეს ისეთი საჩოთირო საკითხების წამოწევა. რასაც კაცი ვერ გაბედავდა. იმიტომ რომ პატრიარქალურმა კულტურამ როლები მკაცრად გაანაწილა და ჩარჩოები დააწესა არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც. მათაც დაუდგინა დაშვება-აკრძალვები. ისინიც არაიშვიათ შემთვევაში საკუთარი როლის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდნენ, აღინიშნა დისკუსიაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.