ვიდეო
„ევროპა - თავისუფალი შემოქმედების ასპარეზი“- ირაკლი ჩოგოვაძე
FaceBook
„ხელოვანს შეუძლია არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული, ამის საშუალებას გვაძლევს ევროპა“, - ამბობს მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.

ხელოვანი, რომელიც ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული თავისუფალია მის არჩევანში ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია, სათქმელი, როგორც ავტორს და ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, როგორც მოქალაქეს.

მხატვრის თქმით დღევანდელ საქართველოში ხელოვანებს ეს თავისუფლება ნაკლებად აქვთ, იმიტომ რომ ბევრი მათგანი სახელმწიფოზეა დამოკიდებული, სახელმწიფო კი მათგან მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს, ხელისუფლების მიმართ სიმპათიებს და სხვა იძულებებს.

ევროპასთან მეტი ინტეგრაცია ხელოვანს და კონკრეტულად მხატვარს შესაძლებლობას აძლევს დარჩეს საკუთარ პროფესიაში, მატერიალური კეთილდღეობის გამო არ წავიდეს კომპრომისზე ხელისუფლებებთან, მოაწყოს საკუთარი გამოფენები, გაყიდოს ნახატები და ამით მიიღოს ფინანსური დამოუკიდებლობა.

ჰიბრიდული დემოკრატიების და მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში ხელოვანები მძიმე არჩევანის წინაშე დგებიან, სადაც ცოტა თუ ახერხებს პრინციპული პოზიციის დაცვას.

ამიტომ ევროპა და ევროპული თავისუფალი სივრცე ყველაზე მეტად სწორედ ხელოვანებს სჭირდებათ, რადგან თავისუფელების ნაკლებობამ შეიძლება მოკლას შემოქმედება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ქუთაისის ქუჩებში მრავლად შეხვდებით საარჩევნო პლაკატებსა და
ბანერებს.
15:01 / 08.10.2024
ქუთაისის ქუჩებში მრავლად შეხვდებით საარჩევნო პლაკატებსა და ბანერებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.