საზოგადოება
რა ჯდება ბავშვის სკოლაში გაშვება - სასკოლო სამზადისი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
რამდენიმე დღეში  სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება.
შესაბამისად, ხალხმრავლობაა როგორც ბაზრობაზე ისე, საკანცელარიო მაღაზიებში. შევეცადეთ გაგვერკვია რა უჯდება საშუალოდ მშობელს შვილის სასკოლოდ გამოწყობა. 

ანა დიასამიძე თავის 8 და 6 წლის შვილებისთვის ტანსაცმელს რამდენიმე საათის განმავლობაში არჩევდა. ცდილობდა ყველაფერი ბიუჯეტურ ფასად მოეძებნა და 200-250 ლარში ჩატეულიყო, მაგრამ ორი შვილის გამოწყობა 300 ლარზე ნაკლებად შეუძლებელი აღმოჩნდა და ანას 50 ლარის მეგობრისგან ვალად აღება დასჭირდა. აი როგორ გადაანაწილა მან დახარჯული 300 ლარი: ზურგჩანთები - 30-30 ლარი; ტანსაცმელი - 40-50 ლარი; ფეხსაცმელები - 50-50 ლარი; საკანცელარიო ნივთები - 50 ლარი.

ეს მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების მინიმალური ფასებია. ზურგჩანთების ფასი ზოგჯერ 60 ლარამდე, ხოლო ტანსაცმლის ორეულების ღირებულება 150 ლარამდე აღწევს. ზოგჯერ 100 ლარს სცდება ფეხსაცმლის ფასებიც. ანა ამბობს, რომ შემოსავალი მხოლოდ თვიდან თვემდე თავის გასატანად ჰყოფნის, ამიტომ  შვილების სკოლაში გაშვება მისთვის თავსატეხია.

,,წინა წელს ზურგჩანთების ფასი 25 ლარიდან იწყებოდა, წელს 30 ლარი გადავიხადე. ყველაფერზე სადღაც 5-10 ლარია მომატებული. თითქოს უმნიშვნელოდაა გაზრდილი, თუმცა როცა ყველაფერი ერთიანად უნდა იყიდო, ბევრი იხარჯება", -ამბობს ანა დიასამიძე.



ანას მსგავსად ძვირი დაუჯდა შვილების გამოწყობა ინგა დევდარიანსაც, რომელიც ამბობს, რომ რომ არა ემიგრანტი დედა, გაზრდილ ფასებთან გამკლავება გაუჭირდებოდა.

"ჩემი შვილების ტანსაცმელში და ნივთებში 200-200 ლარი გადავიხადე. ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ამ ფასში ვიყიდეთ: ფეხსაცმელი, კაბა, ზედა, რვეულები.

კალმები, ფანქრები, სახატავი რვეულები, ჩანთები კი შესაძენი გვაქვს და ალბათ, 100 ლარი კიდევ დაგვჭირდება. კიდევ კარგი წიგნებს სკოლებში გვირიგებენ. წინა წელთან შედარებით ფასმა მოიმატა, არა საგრძნობლად, მაგრამ მაინც რთულია ჩვენთვის გაძვირებული ცხოვრება,’’-
ამბობს ინგა დევდარიანი.





ბაზარზე საკანცელარიო ნივთების ღირებულება ასეთია: 

საწერკალამი - 1 ლარიდან-4 ლარამდე;

რვეული - 1ლარიდან - 2 ლარამდე;

სახატავი რვეული - 1.20-დან 5 ლარამდე;

ფლომასტერები - 2 ლარიდან 20 ლარამდე;

ფანქრები - 1.50-დან 20 ლარამდე;

საძერწი - 3 ლარიდან 10 ლარამდე;

სახაზავი - 1 ლარიდან - 8 ლარამდე;

სათლელი - 1ლარიდან 3 ლარამდე;

საშლელი - 2 ლარიდან 5 ლარამდე;




ფასების ზრდას აღნიშნავენ თავად მოვაჭრეებიც. მარიამ ოდილაძე წლებია საკანცელარიო ნივთებს ჰყიდის. ამბობს, რომ მყიდველებს საჭირო ნივთების შეძენა უჭირთ, ამიტომ იძულებულია საქონლის ფასს დაუკლოს, რის გამოც მისი მოგება მცირეა.

,,ზოგჯერ თითქმის იმავე ფასად ვყიდი, რა თანხაც მე მაქვს გადახდილი. მეც ძვირს ვიხდი, რადგან ყველაფრის ფასმა მოიმატა. არის დღეები, როცა დღის ბოლოს 10 ლარიც არ მრჩება. ეს ერთი სეზონი თუ დამრჩება მოგება, ისიც - მიზერული. ყოველ წელს იმატებს ფასები, ამ დროს ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს," - ამბობს მარიამ ოდილაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.