ახალი ამბები
რიონისპირა სახლების საქმეზე წაგებული დავა და გაურკვეველი რეაბილიტაცია
FaceBook

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო დავა წააგო.


4-წლიანი დავის შემდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, მგფ-ს შპს „კარკასისთვის“ 439 593 ლარის გადახდა დაეკისრა.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაეკისროს, შპს „კარკასის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება - 379 999.52 ლარის ოდენობით და მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 44 543.87 ლარი; სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით; საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით",- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც "ქუთაისიპოსტმა" მოიპოვა.

ფონდი დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმე იმაშია, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდა 2019 წელს რეაგიონალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მომსახურება 4 ეტაპს მოიცავდა, რომლის მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა. სწორედ ვადაში შეუსრულებლობა გახდა სადავო.

კერძოდ, მგფ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია,"კარკასს" ხელშეკრულებით კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ კომპანია საპროექტო სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.

თავის მხრივ, შპს "კარკასში" განმარტავენ, რომ მათ მიერ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და პირიქით, ფონდი სამუშაოების შესრულების შესახებ გაგზავნილ დოკუმენტაციას შეგნებულად არ ნახულობდა. ამავდროულად, რადგან დასაპროექტებელი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მატარებელი იყო, შესაბამისს სააგენტოში პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, რასაც დრო დასჭირდა. ამის შემდეგ ფონდმა კომპანიას ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

პროცესი 4 წელი გაგრძელდა. დავის პარალელურად, გაუარესდა რიონისპირა სახლების მდგომარეობაც და აქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელი გახდა. ადგილობრივებს მრავალწლიანი დაპირებისა და აღნიშნული პროექტის ჩავარდნის შემდეგ, იმედი საბოლოოდ გადაწურული აქვთ, რის გამოც თავიანთ პრობლემაზე ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებენ.


„ქუთაისის საქმე კეთდებოდა და არ გვაცალეს. შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება უკანონოდ. გააჩერეს საქმე, თითქოს იმ მოტივით, რომ ეჩქარებოდათ და ჩვენ დავაგვიანეთ. როგორ ეჩქარებოდათ? - ეს სახლები რა მდგომარეობაშია იცით, არადა 4 წელია ხელი არ უხლიათ, არაფერს აკეთებენ. ამიტომ მოვიგეთ პირველი ინსტანცია მოსამართლე შევიდა ჩვენს მდგომარეობაში“,
- ამბობს ჩვენთან საუბარში კომპანია „კარკასის“ დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

მისთვის გაურკვეველია, რატომ უთხრეს კონკრეტულად ამ პროექტის შესრულებაზე უარი, მაშინ როცა ქუთაისის ახალი საცურაო აუზი, სწორედ მათი კომპანიის მიერაა დაპროექტებული.

„რაღაც მიზეზებია, პირადიც არის, მაგრამ, ძირითადად, რაღაც კორუფციული სქემებია“,- განმარტავს გიორგი მაჭარაშვილი.

ამ დავაში ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული რიონისპირა სახლებში მცხოვრებლები არიან, რომლებსაც 10 წელზე მეტია რეაბილიტაციის დაპირება ესმით. სამაგიეროდ, ქალაქის მერიას და ადგილობრივ თვითმმართველობას, ყოველწლიურად, მყარად აქვთ დაპირების ერთი ობიექტი, რომელსაც მომდევნო წელს „აუცილებლად“ განახორციელებენ.

არადა, ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბნის აღდგენის პირობა ქუთაისის მერიამ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს რიონისპირა ჩამონგრეული სახლების რეკონსტრუქცია. ამას ემატება სასამართლოში დაუსრულებელი დავა პროექტის დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, რომელმაც საქალაქოდან უკვე სააპელაციოში გადაინაცვლა.


ამავე თემაზე:



ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.