საზოგადოება
გამოკეტილი საცხოვრისი - მერიაში არ იციან ვინ შეასახლონ თავშესაფარში
FaceBook

ქუთაისში, ერთი წლის წინ დაწყებული ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულებულია, თუმცა მერიაში ჯერ არ ჩქარობენ, იმ კრიტერიუმების შემუშავებას, რომლის მიხედვითაც მოხდება ობიექტში უსახლკარო ადამიანების შესახლება.


რა კრიტერიუმებია განსაზღვრული, როდის ან რა ვადით უნდა შესახლდნენ; ასევე რამდენი ადამიანია ქალაქში თავშესაფრის მაძიებელი - ამაზე მერიის პრესსამსახურში ტრადიციული პასუხი გაგვცეს - " ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვეთ".

ერთადერთი რაც წერილობით მიმართვის გარეშე გვითხრეს, არის ის, რომ შექმნილია კომისია, რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავს.

მერიამ, გასულ წელს , გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 840 508 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT210000108) გამოაცხადა. ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში ბენეფიციარებისთვის 42 ოთახნახევრიანი ბინა მოეწყო.





ობიექტის კეთილმოწყობის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. რადგან ამ შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც, შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ. შესაბამისმა სამინისტრომ კი, ისინი ალეტრნატიული ფართით მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკმაყოფილა.

გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებული საცხოვრისი ერთადერთი არ არის ქუთაისში. ათობით უსახლკარო ნიკეაზე ქუჩაზე მდებარე თავშესაფრშია შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში სოციალურად შეჭირვებულთა რიცხვი იზრდება.

პირველად, სოციალური საცხოვრისის მოწყობა მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და შემსრულებელი კომპანია კონკურსის წესით გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებულმა შპს „სანომ“ ნიკეას ქუჩაზე უკვე არსებული შენობა გაარემონტა, რისთვისაც ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა და საზოგადოებას მხოლოდ ერთი ხელშეკრულების შესახებ აცნობა, რომლის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარს არ აღემატებოდა. მეორე ხელშეკრულება კი, რომელიც ხუთი თვის შემდეგ გაფორმდა, 1 872 000 ლარის ღირებულების იყო.

მხარეებს შორის დავა სასამართლომდეც მივიდა.

რაც შეეხება მობინადრეთა კრიტერიუმებს, ისინი თავშესაფარში სარეიტინგო ქულების მიხედვით ხუთი წლის ვადით შესახლდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მერიამ მათი საცხოვრისში ყოფნის ვადა 2 წლამდე შეამცირა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს

ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)

"ქუთაისიპოსტზე" მასალის გასვლის შემდეგ სოციალურ საცხოვრისში სამუშაოები შეჩერდა

ქუთაისის მერია დევნილებს შენობის დატოვებას აიძულებს (ვიდეო)

დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ

"ქუჩაში ვრჩებით" - დევნილებმა, რომლებსაც შენობას ატოვებინებენ, აქცია გამართეს

“ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ” - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

ავტორი: ქეთი გელაშვილი



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.