საზოგადოება
მიტოვებულები და განწირულები - მიუსაფარი ძაღლების ტერიტორია
FaceBook
ქუთაისი ხონის გზაზე მდინარე გუბისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი მიუსაფარი ძაღლია თავმოყრილი.

ძაღლებს ეს ადგილი თავად არ აურჩევიათ. აქ მათ პატრონები ტოვებენ. ამ ძაღლების უმეტესობა ოჯახებიდანაა გამოყრილი - როცა ან პატრონი სადმე წავიდა ან უბრალოდ მობეზრდათ და თავიდან მოიშორეს.



ამჟამად გუბისწყლის მიმდებარე ტრასაზე ათობით ასეთი ძაღლია. ისინი ადამიანებმა გაწირეს თუმცა ცხოველებს მაინც ადამიანების იმედი აქვთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვებენ და მათთვის საკვებს გაიმეტებენ.

აქტივისტები ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე და ოპერატორი ონისე მელქაძე ძაღლებს პერიოდულად სტუმრობენ და მათთვის საკუთარი სახსრებით საკვები მიაქვთ. აქტივისტები საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ადამიანს მისი ოთხფეხა მეგობრის მიმართ უნდა ჰქონდეს.

"როცა ძაღლი სახლში გყავს ის ოჯახის წევრი ხდება, ძაღლის სახლიდან გაგდება ოჯახის წევრის გაგდებაა. ამ ძაღლების დიდ უმრავლესობას ადრე ყავდა პატრონი მაგრამ ისინი რატომღაც მაინც გაიმეტეს. მანქანებით მოჰყავთ სხავდასხვა სოფლებიდან და აქ ტოვებენ ბედის ანაბარად. სასიკვდილოდ წირავენ. ნაწილი მართლა იღუპება. უფრო ძლიერები თავის გადარჩენას ახერხებენ ისევ გულისხმიერი ადამიანების წყალობით", - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

ონისეს თავად რამდენიმე ასეთი ძაღლი ყავს შეფარებული. ხვიჩამაც ქუჩიდან აიყვანა ძაღლები. თუმცა ისინი არც სხვებს ივიწყებენ.

"გუბისწყლის ტერიტორიაზე ყოველ მისვლაზე ახალი გამოგდებული ძაღლი გვხვდება. ფოტოებს იმიტომ ვაქვეყნებ ,რომ მინდა სხვებმაც გაითვალისწინონ და დააპურონ", - ამბობს ონისე.



აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ნაკლებს ზრუნავს და საზოგადოებაშიც არასაკმარისია სენსიტიურობა ოთხფეხა მეგობრების მიმართ. მეტი მგრძნობელობის შემთხვევაში არ იქნებოდა ამდენი მშიერი ძაღლი ქვეყანაში.

ტრასებზე ასე ჯგუფად მყოფი ძაღლები სხვა ადგილებშიც შეინიშნება. ისინი გამვლელი მანქანებიდან ელიან საკვების მიწოდებას.

"მარკეტებმა ძველი პურები მაინც გაიმეტონ, მე წამოვიღებ და მივუტან ცხოველებს, - ამბიბს ონისე.

ცხოველთა დამცველები მოუწოდებენ მაღაზიებს და კვების ობიექტებს არ გადაყარონ პროდუქტის ნარჩენები, მათგან გამოხმაურების შემთხვევაში აქტივისტები თავად მივლენ და წაიღებენ მიუსაფარი ძაღლებისთვის.

ქუთაისში არსებობს მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი, თუმცა შეზღუდული რესურსით და უცვლელი პოლიტიკით. ძაღლებს მხოლოდ რამდენიმე დღით იტოვებენ, მკურნალობენ, სტერილიზაციას უკეთებენ და ისევ ქუჩაში უშვებენ.

აქტივისტების თქმით, ეს მზრუნველობა ზღვაში წვეთია და ოდნავადაც ვერ ცვლის სურათს.

ქუთაისელი ცხოველთა დამცველები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ სურათის შეცვლას.

ფეისბუქზე არსებობს გვერდი „ძაღლები ქუთაისში“, სადაც ქვეყნდება 1 ლარის აქცია. სადაც ცხოველთა მოყვარულებს შეუძლიათ გაიღონ ლარი საკვების შესაძენად

ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით საქართველოში მილიონზე მეტი მიუსაფარი ძაღლია.


ფოტო ონისე მელქაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.