საზოგადოება
რატომ არ სურთ სოციალურად დაუცველებს პრემიერის ინიციატივით დასაქმება
FaceBook
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.

დასაქმების მსურველებს კონსულტაციებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სერვის - ცენტრები უწევენ, თუმცა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ბევრი მსურველი არ ჰყავს. ორი კვირის მონაცემებით, ქუთაისში დასაქმების სურვილი მხოლოდ 20-მა ადამიანმა გამოთქვა, იმერეთის მასშტაბით კი ეს რიცხვი 101-ია. ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მისი ინიციატივის ფარგლებში 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა.

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი თამთა ფურცხვანიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას პროგრამაში ჩართვის სურვილი არ აქვს.

,,300 ლარია ხელფასი და ეს ძალიან ცოტაა, ამიტომ არ შემიტანია განაცხადი და არც ვაპირებ. ხან სახლს ვალაგებ, ჩემ მეუღლეს ტვირთი გადააქვს და ამით ვირჩენთ თავს. ყოველ შემთხვევაში, 300 ლარზე მეტის აღებას ვახერხებთ. ჩემი სანაცნობოდან არავინაა ამ პროგრამაში ჩართული, როგორც ვიცი, არც აპირებენ, არ გვიღირს უბრალოდ. სახელმწიფოს თუ სურდა მეტი დასაქმებული, ხელფასი უნდა გაეზარდა. იმ ფონზე, როცა ყველაფრის ფასი იმატებს, სასაცილოა 300 ლარიანი ანაზღაურება'' , - ამბობს თამთა ფურცხვანიძე.

იმერეთში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 56 417 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ფულად შემწეობას 22 730 ოჯახი იღებს.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ან დარეკონ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე: 15 05

პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება. ამ პერიოდში მათი სტატუსის გადამოწმება არ მოხდება. სოციალურად დაუცველი პირის გაწეული სამსახური 300 ლარით ანაზღაურდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსიაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.