საზოგადოება
ტყიბულში მდინარის კალაპოტის გაწმენდას მრავალწლიანი ხეები შეეწირა
FaceBook
"ეს ქმედება დანაშაულზე მეტია, ვანდალიზმია."

ტყიბულში მდინარის კალაპოტის გასუფთავებას მრავალწლიანი ხეები შეეწირა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა ქალაქის დატბორვის საშიშროების გამო ხდება, რათა არ მოხდეს  ტრაგედია, რასაც ადგილი ქონდა მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების დროს.

"მდინარის კალაპოტი გაიწმინდა იმის გამო, რომ მოწესრიგებულიყო ქალაქის იერსახე და უხვი ნალექის შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული კალაპოტის ჩახერგვისა და ქალაქის დატბორვის საფრთხე, რისი ნათელი მაგალითია ვერეს ხეობაში მომხდარი უბედურება. გარდა ამისა კალაპოტი ეკალ-ბარდებისგანაც გაიწმინდა, რომელიც ზაფხულობით ქვეწარმავლების თავშესაფარს წარმოადგენდა," - აცხადებენ ტყიბულის გამგეობაში.

მდინარე "ტყიბულას" კალაპოტის დასუფთავება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მდინარის კალაპოტში მრავალწლოვანი ხე-მცენარეების მოჭრასთან ერთად გადაბელვითი სამუშაოებიც მიმდინარეობს, რასაც ააიპ ქალაქის კომუნალური გაერთიანების სამსახური ახორციელებს. თუმცა, ხეების მოჭრის სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა.

როგორც ტყიბულის გამგეობაში აცხადებენ, ხე-მცენარეების შერჩევას, რომლებიც მოჭრას ან გადაბელვას ექვემდებარებიან, გამგეობაში შექმნილი კომისია ახდენს.

"კომისიის მიერ ადგილზე ხდება ისეთი ხე-მცენარეების შერჩევა, რომელიც არის საფრთხის შემცველი და საჭიროებს მოჭრას ან დეკორატიულ გადაბელვას, რადგან თავიდან იქნას აცილებული წყალუხვობის დროს დატბორვის საშიშროება," - აღნიშნულია ტყიბულის გამგეობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისია ადგილობრივი ჩინოვნიკებით დაკომპლექტდა. მის შემადგენობაში შედიან - გამგებლის პირველი მოადგილე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმღვანელები და კომუნალური გაერთიანების დირექტორი.

მუნიციპალიტეტის მიერ მდინარის კალაპოტში ხეების მოჭრას სოციალურ ქსელში მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა:

"კალაპოტის დასუფთავება ასე არ ხდება. საინტერესოა, ვინ მიიღო ეს გენიალური გადაწყვეტილება? დააკვირდით ამ ხეებს, ისინი ჩემს ბავშვობაში დაირგო."

"ეს მქედება არის დანაშაული და სატანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული."

"კალაპოტის დასუფთავება კი არა, მიმდინარეობს მიზანმიმართული ქმედება ხალხის სრული იგნორით. ეს ქმედება დანაშაულზე მეტია, ვანდალიზმია," - ასე აფასებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ტყიბულის გამგეობის მიერ მდინარის კალაპოტში ხეების მოჭრას.

ტყიბულის გამგეობის ინფორმაციით მდინარის კალაპოტიდან ამოღებული მერქანი სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს გადაეცემა.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
თუ თქვენ საინტერესო ამბების და
ადამიანების ისტორიების მოსმენა გიყვართ,
16:04 / 23.02.2021
თუ თქვენ საინტერესო ამბების და ადამიანების ისტორიების მოსმენა გიყვართ,

პირველ თებერვალს, რიონის ხეობაში პროტესტის
მეასე დღე დაღამდა.
19:50 / 01.02.2021
პირველ თებერვალს, რიონის ხეობაში პროტესტის მეასე დღე დაღამდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.