საზოგადოება
ეგზოტიკურ ქვეყანას არა აქვს ხმის უფლება - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა?

ეს შეკითხვა ქუთაისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე დაისვა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემას სამი მომხსენებელი შეეცადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე,მხატვარი ლია უკლება და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - სოვლაბის დირექტორი ირაკლი ხვადაგიანი. დისკუსიის მოდერატორი რადიო "ძველი ქალაქი", ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი.

მას შემდეგ რაც საქარათველომ მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა გაჩნდა , დიდი სურვილი მსოფლიო ისტორიის თხრობაში საკუთარი წვლილის დანახვის და არსებულ ნარატივებში საკუთარი ადგილის პოვნის, რაც ცხადია შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული ამოცანაა, აღინიშნა შეხვედრაზე.
საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის შესახებ ძლიერმა დასავლეთის ქვეყნებმა არაფერი იციან, ამიტომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, თუმცა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ განსაკუთრებულობა არაა აუცილებელი დადებითი მნიშვნელობით გავიგოთ." განსაკუთრებულობა ეკზოტურობას ნიშნავს. განსაკუთრებულობას გამოხატავს ის რომ არ ვიცით და ამიტომ რაღაცით ეგზოტურია. სტუართმოყვარე ქვეყანააო ამბობენ დ ა გვიხარია ამას რომ ამბობენ. იმდენად მოგვწონს რომ რიგ შემთხვევაში ვთამაშობთ სტუმართმოყვარეობას, როლში შევდივართ. ასეთ წოდებებს არ ანიჭებენ ძლიერ ქვეყნებს, ასეთი წოდებებით მოიხსენიებენ უცნობ, უცხო, ეგზოტურ ქვეყნებს. ეს სტერეოტიპი რუსეთის იმპერიის მიერაა შექმნილი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვეწონა. ჩვენც დავიწყეთ ამის ინსცენირება. მაგრამ ამ ფორმით საქართველო ვერასდრის გავა საერთშორისო ასპარეზზე. ეგზოტიკურ ქვეყანას არა აქვს ხმის უფლება, შენ სერიოზულად ვერ აღგიქვამენ. სერიოზულ საქმეში ეგზოტი ვერ მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია და დიდი წარსული სადღეისოდ სრულიად კარგავს მნიშვნელობას. მნიშვნელოვანი ხდება დღეს რა ხარ და დღეს რა როლს ასრულებ. სწორედ ეს ვერ გაიგეს საქართველოში კულტურის პოლიტიკის შემქმნელებმა, აღნიშნეს დისკუსიაში მონაწილეებმა.
"მიზეზი რის გამოც ჩვენი ხმა არ ისმის და არ ვმონაწილეობთ მსოფლიო პროცესებში, ისიც არის, რომ ჩვენ ისე მიგვყავს ჩვენი ცხოვრება რომ ჩვენი ხმა არ ისმოდეს, არაფერ ახალს არ ვთავაზობთ მსოფლიოს", - აღნიშნეს მომხსენებლებმა.
დისკუსიაზე მოიყვანეს სლოვენიის მაგალითი, რომელიც საქართველოზე გაცილებით პატარაა, თუმცა სწორი ეკონომიკურ-კულტურული პოლიტიკით მან მოახერხა ის რომ დღეს მისი ხმა ისმოდეს. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.