საზოგადოება
ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 9 მილიონ ლარამდე გამოიყო
FaceBook
ყველაზე მეტი ოდენობის თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამისთვის განისაზღვრა.


ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, ექსპლუატაციისთვის სულ 8, 390, 7 ლარი გამოიყო.

აქედან ყველაზე მეტი რაოდენობის თანხა 2, 800, 0 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამისთვის განისაზღვრა.  აღნიშნული თანხა ქალაქში ავარიულ მდგომარეობაში არსებული გზის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში,  გზების,  ტროტუარების მშენებლობა - რეკონსტრუქცია და მოვლა-პატრონობის პროგრამა  2 , 000,0 ლარით დაფინანსდა.

ბიუჯეტში ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობისთვის  400,0 ათასი ლარი, ხოლო
საკანალიზაციო, ღვარსადენი და წყლის სისტემების მოწყობა–რეაბილიტაციისთვის 400,0 ათასი ლარი გამოიყო.

ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გასულ კვირას დაასრულა.

საერთო ჯამში, ბიუჯეტი 47, 713 700 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის გარდა, გასული წლების მსგავსად,  სოციალური სფერო, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გახლავთ.


Print