საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობას?
FaceBook
1946 წელს შენობის პირველი სართული თოჯინების თეატრს დაეთმო.


რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".


რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) –kutaisipost.ge -ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობას და როდის აშენდა ის? (ნახეთ ვიდეო).

###

ქუთაისიპოსტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩა #9-ში მდებარე სახლი ქუთაისში ცნობილ მეორე გილდიის ვაჭარს სტეფანე ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა.

თავდაპირველი ორსართულინი მანსარდიანი ნაგებობა 1898-1909 წლებში აშენდა, არქიტექორი ტრეიერის პროექტით.  მისი ფასადი ეკლარის იყო.   მანსარდის ალებასტრის შემკულობა კი გადმოცემით, ცნობილმა მოქანდაკეებმა იაკობ ნიკოლძემ და სერაფიმე პოლოლიკაშვილმა შეასრულეს. სარდაფს და მანსარდში სტეფანე ფეიქრიშვილს რკინა-კავეულის საწყობი ჰქონდა მოწყობილი. პირველ სართულზე მაღაზიები, მეორეზე საცხოვერებლი ოთახები იყო განთავსებული.

წიგნის "საქართველო ძველ ქალაქებში - ქუთაისის" მიხედვით, 1910 წლიდან მეორე სართულსა და მანსარდში ვოლგა-კამის ბანკის ქუთაისის განყოფილებამ დაიდო ბინა. შენობა 1911 წელს დაიწვა და 1912 წელს სტეფანე ფეიქრიშვილმა დღევანდელი სახით აღადგინა.

შენობა მალევე დიმიტრი ბახტაძემ შეიძინა. 1922 წლიდან აქ სხვადასხვა დაწესებულება იყო მოთავსებული. 1946 წელს შენობის პირველი სართული თოჯინების თეატრს დაეთმო. 

"აღდგენისას სახლის პირველი სართული უცვლელი დარჩა. თავდაპირველია მეორე სართულის სტრუქტურაც. გადაკეთებისას დაშენდა მესამე სართული. ხოლო ქვის მოპირკეთება იაფი ნალესობით დაიფარა. ფასადის პროპორციისა და დეკორის შეცვლამ შენობას სახე დაუკარგა. ახალი დეკორი მოდერნის სტილითაა შესრულებული" - აღნიშნულია წიგნში "საქართველო ძველ ქალაქებში - ქუთაისში".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.