საზოგადოება
ქუთაისის მერიის მიერ გაცემულ ნებართვას ნაძვის ხეები ეწირება
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, ლუდის ბარის მშენებლობისთვის მერიის მიერ გაცემული ნებართვის შედეგად, ნაძვის ხეებს მოჭრა ემუქრებათ.
ნიკეას ქუჩაზე ლუდის ბარი კერძო ტერიტორიაზე შენდება. მესაკუთრე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ 109 კვ.მ მიწის ფართი მიმდინარე წლის ივლისში მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად შეიძინა, რაშიც 13 000 ლარი გადაიხადა.

ტერიტორიის მფლობელის, როსტომ ბარბაქაძის ინფორმაციით, მან ლუდის ბარის მშენებლობისთვის მერიის არქიტექტურის განყოფილებისგან ნებართვა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიიღო. მერიის მიერ გაცემული შენობის პროექტში, ტერიტორიაზე არსებული სამი ნაძვის ხე, არ ფიქსირდება.
როგორც, ბარბაქაძე აცხადებს, მას კანონი ხეების მოჭრას არ უკრძალავს.

"მერიის მიერ დამტკიცებულ პროექტში და გეგმაში ნაძვის ხეები არაა ასახული. სატყეო მეურნეობაში გავარკვიე, რომ კანონი არ მიკრძალავს ჩემს ტერიტორიაზე ხის მოჭრას," - ამბობს როსტომ ბარბაქაძე.

როგორც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იმერეთის სამმართველოში განაცხადეს, კერძო მესაკუთრეს კანონით მხოლოდ მოჭრილი ხეების ტრანსპორტირების უფლება არ აქვს. მოჭრილი ხეების მორების გადატანა მხოლოდ თვითმმართველობის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის შემდეგაა შესაძლებელი.
ხეების მოჭრა საკრებულოს 28 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე ნიკეას უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირმა პეტრიაშვილმა გააპროტესტა.

"დაუშვებელია ქუჩაში და სკვერბეში მწავნე საფარი ასეთი ინტენსივობით იჩეხებოდეს. თუ ასე გაგარძელდა ქალაქი მწვანე საფარი აღარ გვექნება," - განაცხადა ირმა პეტრიაშვლმა.

საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის და ნაძვების მოჭრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ნაძვის მოჭრის უფლება არავის აქვს ქალაქში თუ გამხმარი არაა. ამისთვის შესაბამის ნებართვას აძლევს კეთილმოწყობის სამსახური, ჩვენ ვაკონტროლებთ. იმ ტერიტორიაზე რაღაც მშენებლობაზე გაცემულია ნებართვა, მაგრამ ნაძვი არ უნდა მოჭრილიყო და არ უნდა ყოფილიყო შიგნით მოქცეული. თუკი ეს ასეა, მესაკუთრე დაჯარიმედება და ერთი ნაძვის ნაცვლად, დარგავს 100 ნაძვს. ამას სასამართლო გადაწყვეტს," - აცხადებს ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.

ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის შემცირებას აპროტესტებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების კოორდინატორი იმერეთში, თემურ კეპულაძე. მის თქმით, ხეების მოჭრას ქალაქში სისტემატიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

"როდესაც მესაკუთრემ აუქციონზე იყიდა ტერიტორია, იქ უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის მიერ ჩადებული განსაკუთრებული პირობა, რომ სანაცვლოდ დაირგოს ხეები. ქალაქში კერძო მოსახლეობა რომ არ იყოს, ქუთაისი ალბათ დაიხუთებოდა უჟანგბადოდ,"- აცხადებს თემურ კეპულაძე.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მშენებარე ლუდის ბარის მესაკუთრე კი აცხადებს, რომ თვითმმართველობის მიერ გაცემული პროექტით, მას ნაძვის ხის მოჭრის სანაცვლოდ ახალი ხეების დარგვის ვალდებულება არ ეკისრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.