საზოგადოება
სანიტარია და სურსათის უვნებლობა - ვრცელი გზა ევროსტანდარტებამდე
FaceBook
ევროკავშირთან შეთანხების მიხედვით საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის საბოლოო ვერსია ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს.

"პროდუქტებზე არ არის დაცული სანიტარიული ნორმები, რადგან გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ჭირდება ამ საქმეს, რაც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ერთბაშად რთულია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ევროკავშირი გვიყენებს", -აღნიშნავს მოვაჭრე ტარიელ უშვერიძე.

სანიტარია და სურსათის უვნებლობა ერთ- ერთი პირველი სფეროა, რომელშიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ევროკავშირის დირექტივით ქართულმა მხარემ ცვლილებები და რეგულაციები უნდა განახორციელოს. "თითოეულ სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მისაღებად საქართველოს კონკრეტული ვადა აქვს მითითებული. ერთ-ერთი პირველი რაც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან პირველ წელს უნდა მოხდეს იყო სურსათის უვნებლობის სფეროში ცვლილებები", - აღნიშნავს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებს ეხება ასოცირების შესახებ შეთანხმების IVკარის თავი 4 - "სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები". სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები ვრცელდება იმ ობიექტებსა ან მასალებზე, რომლებსაც შეუძლიათ მავნებლების გავრცელება : ცოცხალ ცხოველთა კატეგორიაზე, ცხოველურ პროდუქტებზე, მცენარესა და მცენარეულ პროდუქტებზე, შეფუთვაზე, ტრანსპორტირებაზე, კონტეინერებზე, ნიადაგზე, სურსათისა და ცხოველთა საკვების დანამატებზე და ა.შ
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) ძალაში შესვლიდან 6 თვეში საქართველომ ევროკავშირს წარუდგინა ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების განახლებული პროგრამა.

საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა დაყოფილია სამ სფეროდ: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. აღსანიშნავია რომ საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა მოიცავს 400-ზე მეტ ევრორეგულაციას.

საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა ფარავს სურსათის უვნებლობის ჩარჩო კანონის ძირითად პრინციპებს,სურსათის ჰიგიენას, ჰიგიენის განსაკუთრებულ წესებს, ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, სურსათის ეტიკეტირებას, პრეზენტაციას და რეკლამირებას, ძროხის ხორცისა და მისი პროდუქტების ეტიკეტირებას, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს და ა.შ.

ევროკავშირთან შეთანხების მიხედვით საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის საბოლოო ვერსია ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს.

ასოცირების ხელშეკრულება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებთან მჭიდრო თანამშრომლობასაც გულისხმობს. ქუთაისში მომხმარებელთა დახმარების ცენტრის კოორდინატორი თემურ კეპულაძე საზოგადოების რიგითი წევრების ჩართულობაზე აპელირებს და მიუთითებს, რომ თავად მოსახლეობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სანიტარიულად და ჰიგიენურად სანდო პროდუქტი შეიძინოს."მოვაჭრე ნაგავში რომ ყიდის ხორცს და მწვანილს, ამას ვეგუებით და ამ პროდუქტის მომხმარებელიც ვართ. ამიტომ თუ შენიშვნას მიცემს ვინმე აგრესია მოდის არა მხოლოდ გამყიდველიდან, არამედ მყიდველიდანაც. პრობლემაზე მუშაობა საჭიროა ქვემოდან - საზოგადოებიდან და ზემოდან - ხელისუფლებიდან, რომ ეს პრობლემა გაისრისოს", - მიაჩნია თემურ კეპულაძეს.

კეპულაძე აღნიშნავს რეგულაციების გარკვეულ გავლენაზე, რომელმაც რიგ მაღაზიებში ფასების კლება განაპირობა და ერთგვარი მარკეტინგული პოლიტიკის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. "ზოგიერთ მაღაზიაში, პროდუქტის ვარგისიანობის გასვლამდე ერთი კვირით ადრე ფასდაკლება შემოიღეს რომ მალე გაეყიდოს და არ დარჩეს ვადაგასული პროდუქტი", - ამბობს თემურ კეპულაძე.
***
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კვლევაში ("სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება") მითითებულია ევროკავშირთან ასოციების ხელშეკრულების გარკვეულ გავლენებზე. რაც გამოიხატება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გაფართოებაზე, მონიტორინგისა დ ა ინსპექტირების მასშტაბების გაზრდაზე. "საქართველოში პირველად ამოქმედდა ცხოველთა რეგისტრაციის პროგრამა და ჩატარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაქცინაციის კამპანია ჯილეხისა და თურქულის წინააღმდეგ", -აღნიშნულია კვლევაში.

აქვე მითითებულია რომ 2014 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული მუშაობით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ინიცირებული სამოქალაქო პეტიციის შედეგად. თუმცა კვლევა იმასაც მიუთითებს რომ სურსათის უვნებლობის მხივ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორია და სტანდარტებთან დაახლოებას ბევრი რეგულაციის მიღება და ამოქმედება დაჭირდება.
***
თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაში "სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების"სეგმენტში გარდა ვალდებულებებზე მითითებისა საუბარია გარკვეულ შეღავათებზეც. მაგალითად, ეკვივალენტობის საკითხში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით შესაძლებელია მოხდეს ცალკეული სექტორის, ქვესექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისათვის, ინდივიდუალური ღონისძიების ან ღონისძიებების
ჯგუფის ეკვივალენტობის დადგენა, რომელიც შესაძლებლობებს აჩენს ,მთავრობა არ დაელოდოს მთელი საკონონმდებლო მიახლოების პროცესის დასრულებას და პრიორიტეტული სექტორისათვის მოითხოვოს ეკვივალენტობის დადგენა. თავის მხრივ ეკვივალენტობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებამ შეიძლება განაპირობოს: ფიზიკური შემოწმების შემცირება საზღვარზე, საწარმოებისათვის სერტიფიკატებისა და პროდუქციის გაყიდვამდე შემოწმების განსაზღვრული პროცედურების გამარტივება, იმპორტის ნებართვის გაუქმება
იმისათვის, რომ მოხდეს გარკვეული საქონლის ევროკავშირის ბაზარზე გატანა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.