საზოგადოება
"პოლიტიკური პარტიის" წინასარჩევნო კამპანია დაიწყო
FaceBook
პროექტ "პოლიტიკურ პარტიის" ფარგლებში სიმულაციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიების განხორცილება დაიწყეს.


სიმულაციური თამაშის სამმა პარტიამ ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ პარტიების საარჩევნო პროგრამები გააცნეს.
პარტია „ახალი თაობის“ წარმომადგენლებმა კი შეხვედრა თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართეს.

„დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა ამომრჩევლებთან, შედგა ხალხსა და ჩევნს შორის კომიუნიკაცია. პირველი შეხვედრისთვის კმაყოფილები დავრჩით. პროექტის ფარგლებში კიდევ სამი შეხვედრა დაგვრჩა ჩასატარებელი და ვიმედოვნებთ, რომ ხალხსა და ჩვენს შორის ურთიერთობა მიიღებს პერმანენტულ ხასიათს,“ - განაცხადა პარტია „ახალი თაობის“ ლიდერმა თორნიკე მიქაბერიძე.

სიმულაციურმა ჯგუფი "საქართველოს ლიბერალური პარტიის" წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერი შეხვედრით კმაყოფილია.

"დღევანდელ დღეს შევაფასებდი ნაყოფიერად, ვინაიდან დაინტერესდა ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენი საარჩევნი პროგრამით,“ - აცხადებს "საქართველოს ლიბერალური პარტიის" ლიდერი თეა თათელიშვილი.

წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა ქალაქის ცენტარულ სკვერში მოსახლეობასთან პარტიამ "სოციალ-დემოკრატებმა".

„გავაცანით მათ თუ რატომ არ აქვს ჩვენს პარტიას ალტერნატივა, რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად აღვიქვათ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც რეალურად არსებობს, ელექტორატი დაინტერსდა ჩვენით. ისინი დაიღალნენ ძველი, დაჟანგული დაპირებებით და ახლის მოლოდინში არიან,"- ამბობს პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გიორგი ტეხოვი.

შეხვედრებით კმაყოფილი არის მოსახლეობა.

„დღეს ჩვენს უბანში მობრძანებული იყო ერთერთი სიმულაციური პარტია. პარტიის ლიდერის გამოსვლა ძალიან მოგვეწონა. მათი საარჩევნო პროგრამაც ეხებოდა განათლების სისტემასა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას. საინტერესოა მათი ხედვები. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი იდეები განხორციელდება“- განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროექტის კორდინატორი გვანცა თოთაძე სიმულაციური თამაშის მთავარ მიზნად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პროგრამების, პოლიტიკური პარტიებისა და იდეოლოგიის მოსახლეობისთვის გაცნობას ასახელებს.

"პროექტი პოლიტიკური პაარტის ფარგლებში სიმულაციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც ხვდებიან ამომრჩევლებს. ამ შეხვედრების მიზანია, პროექტის მონაწილეებმა ისწავლონ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა," - ამბობს პროქტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.

პროექტი "პოლიტიკური პარტია" 6 თვიანია და მისი მიზანია რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, პროექტში ასევე ჩართული იქნება  6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში.

მონაწილეები, ასევე, ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.

პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG) პროექტს "პოლიტიკური პარტია" ახორციელებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით. (R)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.