საზოგადოება
მანუჩარ კაჭახიძე - ისეთი თეატრალური ქალაქი, როგორიც ქუთაისია, რატომ უნდა ხსნიდეს თეატრალურ სეზონს „ტრადიციულად“
FaceBook
ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ნიუ-იორკიდან ეხმიანება ქუთაისის თეატრის სეზონის გახსნას: "ბევრი ქალაქის თეატრების სეზონის გახსნა მინახავს და აღმომიჩენია, როგორ მაყვარებდა ესა თუ ის სპექტაკლი იმ ქალაქს. სპექტაკლი "ბამბაზიის სამოთხე" ნანახი მაქვს ვიდეო-ჩანაწერში. ვაღიარებ, ძლიერი სპექტაკლია და ძალიან საჭირო ჩვენი აფხაზი ძმების დასაბრუნებლად.

მიტირია და მიოცნებია კიდეც, თუ როგორ დავბრუნდებით სოხუმში ამ სპექტაკლით. მაგრამ არ მესმის, ისეთი ქართული და თეატრალური ქალაქი, როგორიც ქუთათისია, რატომ უნდა ხსნიდეს თავის თეატრალურ სეზონს "ტრადიციულად" ამ სპექტაკლით?!

- იქნებ, აღგვედგინა თუ დაგვედგა რეზო გაბრიაძის "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" (საოცრად ახლობელი სპექტაკლი ომისშემდგომი წლების დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე, - შვეიცარიაში, ლოზანაში დადგმული);

- იქნებ, რომელიმე ჭკვიან და აუცილებლად ქუთაისელ რეჟისორს სცენაზე გადმოეტანა ასევე გაბრიაძისა და შენგელაიას შედევრი "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომ პიპინიას და აგულის პროტოტიპებს, პიკასოს ბიჭის საინტერესო ფენომენს უკვე სცენაზე გაეგრძელებინა ახალი სიცოცხლე იმ თაობებისათვის მაინც, შავ-თეთრ ფილმებს რომ არ ნახულობენ;

- ვინმეს ნანახი გაქვთ 1990-ში, საფრანგეთში, პარიზში გაბრიაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "ქუთაისი", ანშლაგებით რომ მიდიოდა წლები პარიზულ სცენაზე?

- შეიძლება, ქალაქში შენს გვერდით ცხოვრობდეს კლასიკოსი რეზო ჭეიშვილი, მისი ცხედარი 15 სექტემბერს დაასვენო შენი თეატრის სცენაზე და ათიოდ დღეში სეზონი არ გახსნა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი რომელიმე სპექტაკლით? ეს მაშინ, როცა ჯერაც არ დაგიდგამს მისი "ქალაქში დინოზავრები დადიან" ან "მხიარულება სალხინეთში", - ყველა დროის შედევრი.

სათქმელი კიდევ ბევრია. გასაკეთებელი უფრო ბევრი.

შენიშვნას, "შენ რა იცის" - არ ვღებულობ, რადგან ქუთაისიდან 17-წლიანი სიშორის მიუხედავად, როგორც ექიმს, წამითაც არ ამიღია ხელი ქუთაისის პულსისათვის - ეს მაცოცხლებს და მიტომ.

მე მინდა ჩვენ კი არ დავუბრუნდეთ თეატრს, ჩემო ძვირფასო თეატრალებო, არამედ თქვენ დაგვაბრუნოთ თეატრში - ჯერ გაბრიაძის, ჭეიშვილის და შემდეგ უაილდერის, დე ფილიპოს შედევრებით".

ქუთაისის მესხიშვილის დრამატულმა თეატრმა პროფესიული დასის დაარსებიდან 131-ე სეზონი 29 სექტემბერს, ტრადიციულად "ბამბაზიის სამოთხით" გახსნა.

სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე" სეზონი მესხიშვილის თეატრში 2007 წლიდან იხსნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.