საზოგადოება
ქუთაისის მერია მიტროპოლიტს ყოფილი მთავრობის დროს ჩამორთმეულ მიწას უბრუნებს
FaceBook
"არ ვეკუთვნი მე ქალაქს? მიტროპოლიტი რომ ვარ ნაკლები ვარ?"


თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მმართველს, ყოფილი ხელისუფლების დროს ქუთაისში შეძენილი და შემდგომში დათმობილი ქონების ალტერნარიულ ფართს, მოქმედი ხელისუფლება 7 წლის შემდეგ სთავაზობს. სანაცვლო ფართით მეუფის დაკმაყოფილება ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა. შესაბამისად, ქუთაისის მერიამ სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა. მერიის ამ გადწყვეტილებას კრიტიკა თავად მმართველ პარტიაში მოჰყვა.

თერჯოლა-ტყიბულის ეპისკოპოსმა ქუთაისში, პეტრიწის ქუჩის #46-ში 1418 კვ.მ მიწის ფართი 2008 წელს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის შეიძინა. იმ დროისთვის მიწის შეაძენად მეუფემ 10 000 ლარზე მეტი თანხა გადაიხადა.
შეძენიდან რამოდენიმე ხანში გაირკვა, რომ მიწა ბინის ამხანაგობას ეკუთვნოდა. 2011 წელს ამხანაგობამ გაყიდული ფართის უკან დაბრუნების მოთხოვნის სარჩელით ჯერ ქუთაისის საქალაქო, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოებს მიმართა. სასამრთლომ ამხანაგობის სარჩელი დააკმაყოფილა და მიწა კვლავ მათ საკუთრებაში მოექცა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა ლატარია განმარტავს, რომ მეუფე გიორგი შალამბერიძე მიწის ნაკვეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას ან სანაცვლო ფართის გამოყოფას ითხოვდა.
ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეუფის მოთხვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგადაც მან ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. სამინისტრომ თავის მხრივ მეუფის მიერ შერჩეული ფართის გადმოცემა ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა.
"წინა ხელისფლების სამართალმემკვიდრეები ვართ და გვინდა თუ არა რაღაც საკითხებზე პასუხი უნდა ვაგოთ ან გამოვასწოროთ. რა დააშავა ამ ადამიანმა, იმიტომ რომ მეუფეა, და მეუფეც რომ არ იყოს, კეთილსინდისიერად შეიძინა მიწა, არც ფული მისცეს და არც მიწა მივცეთ?"- აღნიშნავს ნიკა ლატარია.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნატო ქათამაძის განცხადებით, ახლანდელი მთავრობა ძველის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, შეცდომებს თავადვე უშვებს. დეპუტატი არ იწონებს მეუფისთვის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხს და ამბობს, რომ თუკი შესაძლებლობაა, უმჯობესია მერიამ საცხოვრებელი ფართით და მიწის ნაკვეთებით სოციალურად დაუცველები დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატის, ნატო ქათამაძის შენიშვნას ქალაქში უბინაოების დაკმაყოფილების შესახებ, ნიკა ლატარია ამბობს: "იმდენი მიწები გადმოგვეცა სამინისტროდან, თუ იმის საშუალება ექნება ქალაქს, რომ უსახლკაროები დავასახლოთ ბედნიერი ვიქნები."
ამ დროისთვის ქუთაისის საკრებულომ მეუფე გიორგისთვის გადასაცემი სანაცვლო მიწის ფართი (996 კვ. მეტრი) ჯავახიშვილის ქუჩაზე, ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ გამოყო. ეს ფართი გაცილებით უფრო ნაკლებია მეუფის მიერ შეძენილ ადრინდელ ნაკვეთზე.
როგორც მეუფე გიორგი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, მას სანაცვლო ფართი კანონიერად ეკუთვნის და ახალ ნაკვეთზე ფასის დამატება არ მოუწევს, რადგან ის ძველთან შესაბამისობაში მოდის.
"დაზარალებული ვარ, კანონი თუა კანონი, ჩემზეც უნდა იყოს. არ ვეკუთვნი მე ქალაქს? მიტროპოლიტი რომ ვარ ნაკლები ვარ? შევიძინე 10 წლის წინ მიწა კანონიერად და მეკუთვნის ეს მიწა. უკანონობას არ ვითხოვ. თუ საჭირო გახდება, ფასსაც დავამატებ," - აცხადებს მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე.

დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.